17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სათემო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქცია “გავიაზროთ 17 მაისი” მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა გამართულიყო. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით და მოსალოდნელი საფრთხის გამო დაანონსებული აქცია აღარ გავმართეთ და შევეცადეთ ჩვენი სათქმელი პარტიზანული აქცია-პერფორმანსით გვეთქვა.
👉პერფომანსი ვაკის პარკში:
“ეს არ არის საფრთხე, რომელიც ჩვენ გვემუქრება მხოლოდ და მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ფაშიზმი და რასაც სიძულვილის ქადაგება ჰქვია. ჩვენ შემთხვევით არ შეგვირჩევია ეს ადგილი, საღამოს მასშტაბური აქციის პარალელურად ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა ამ წუთას და ამ დღეს არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ამას სრულიად სხვა დატვირთვა მიეცა.”
👉მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს:
“ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება, საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი ლესბოსელი გეი ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები კი, ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან. მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარ განწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.”
👉მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს:
“სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა! საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე. სრულიად დაურეგულირებელია სქესის კვლავმინიჭების საკითხი, რადგან არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან პროცედურებს, რომელიც წამებად მიიჩნევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროცედურებს, რომელიც შეუქცევად ფიზიკურ და ფსიქიკურ შედეგებს იქვევს, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი სრულიად დაურეგულირებელი.
👉მიმართვა იუსტიციის სამინისტროს:
“საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ვერ აღწევენ ყველაზე მნიშვნელოვან აღიარებას. ვერ ახერხებენ სქესის ცვლილებას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რადგან კანონით არ არის დარეგულირებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი.
დღევანდელი მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის, ადამიანები იძულებულები ხდებიან ჩაიტარონ არასასურველი, სამედიცინოდ გაუმართლებელი, ძვირადღირებული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცლელი პროცედურები.შედეგად ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ყოველ დღე, ყოველ ადგილას სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან დასაქმების, სერვისის მიღების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას.”
👉მიმართვა განათლების სამინისტროს:
“ჩვენ გვინდა, რომ სკოლა არ იყოს მხოლოდ აკადემიური უნარების სასწავლი დაწესებულება, არამედ გაამყაროს ჰუმანური ღირებულებები, ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას.
ბავშვობაში გადატანილი ჰომპოფობიური ბულინგით გამოწვეული ტრავმები მთელი სიცოცხლის მანძილზე მიყვება ადამიანს, ხოლო ამ დროს შეძენილი სიძულვილი განაპირობებს ახალგაზრდებში ჰომოფობიური აგრესიის მომატებას.”
👉მიმართვა საქართველოს პარლამენტს:
“საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას.ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან”