“ერთად შევაჩეროთ ბულინგი” – გურამ კაშია სოციალურ კამპანიაში ჩაერთო


გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გურამ კაშია, რომელიც ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გააატარეს, ჩაგვრის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა.

“ვუერთდები კამპაანიას “ძლიერები არ ძალადობენ”. ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული. არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო, არასოდეს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთი შეჩერდი და დაფიქრდი, თუ რას იგრძნობდი შენ მათ ადგილას. ერთად შევაჩეროთ ბულინგი, ჩვენ ეს შეგვიძლია!”, – ამბობს გურამ კაშია ვიდეო მიმართვისას.

გურამ კაშია, სოციალური კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა. სოციალური კამპანია ჩაგვრის წინააღმდეგ, 10 სექტემბერს დაიწყო და სამი თვით გაგრძელდება, მასში სხვა ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვნენ.

გურამ კაშია – ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი

გურამ კაშია – ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული “სან ხოსეს” მცველი. ერთადერთი ქართველი და არამხოლოდ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც UEFA-ს სპეციალური პრიზის – #Equalgameaward -ის მფლობელი გახდა. თანასწორობის ჯილდო კაშიას უეფამ 30 აგვისტოს გადასცა, უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა კი მას მამაცი ადამიანი უწოდა.

გურამ კაშია, სოციალური კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა <3

#ძლიერებიარძალადობენ
#არდაჩაგროიზრუნე

Posted by ძლიერები არ ძალადობენ on Tuesday, September 18, 2018

გურამ კაშია უეფას სპეციალური პრიზის – #Equalgameaward -ის მფლობელი გახდა. თანასწორობის ჯილდო კაშიას უეფამ 30 აგვისტოს გადასცა, უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა კი მას მამაცი ადამიანი უწოდა.