ახალი ამბები


ლგბტ აქტივისტების მიმართ მუქარის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ლგბტ აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი და ჰომო/ტრანსფობიური მოწოდებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 12 დეკემბერს “თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა „თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გადაცემის ცერემონია. ჯილდო გადაეცა ლგბტქ ადამიანების უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალს. დაჯილდოვების შემდეგმ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაჯილდოების ერთერთი მონაწილე იყო ტრანსგენდერი ქალი. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა …

ახალი ამბები


მალხაზ სონღულაშვილი, “და ჩვენ ვიცეკვეთ” – ვინ არიან “თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გამარჯვებულები

დღეს, 12 დეკემებრს “თანასწორობის ჯილდო” გადაეცა 9 ლგბტქ უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერს. თანასწორობის ჯილდოს მფლობელები შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც თანასწორობის მოძრაობისა, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წევრები შედიოდნენ. ხოლო მეცხრე ჯილდო თანასწორობის მოძრაობამ გადასცა გამარჯვებულს. გამარჯვებულები არიან: ბარი საქსესი ბარი “საქსესი” ლგბტ ადამიანებისა და ზოგადად ქვიარ თემის მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე გახდა. დღეს და განსაკუთრებით წინა …

ახალი ამბები


ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირს ჯარიმა შეუფარდეს

“თანასწორობის მოძრაობის” დახმარებით ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამართლდნენ, ხოლო ის პირები, რომლებიც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ ტრანსფობიური რეპლიკებით, დააჯარიმეს. 2019 წლის 5 ნოემბერს „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებს დაგვიკავშირდნენ  ტრანსგენდერი ქალები თ. ქ. და მ.კ. რომლებიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იქნენ მიცემული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ან/და პატიმრობას …

ახალი ამბები


ორ ქალს შორის სიყვარულის შესახებ ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება

თბილისში ქვიარ თემატიკაზე გადაღებული კიდევ ერთი ფილმის პრემიერა გაიმართება, რომელიც ორ ქალს შორის სიყვარულის ისტორიას შეეხება.  ფილმის “კომეტები” ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. კინოფესტივალზე ფილმის სამი ჩვენებაა დაგეგმილი. სამივე კინოჩვენების ყველა ბილეთი გაყიდულია. თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ მსოფლიო პრემიერა კანადაში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ამავე ფესტივალის საკონკურსო სექციაში – „აღმოჩენები“ იქნება წარმოდგენილი. …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა „ევროპის სოციალისტურ პარტიას”

ძვირფასო პრეზიდენტო სტანიშევ, ძვირფასო გენერალურო მდივანო პოსტ, ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს – გვსურს მოგმართოთ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში და გთხოვოთ რეაგირება იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატია საქართველოში. გამოწვევები უკავშირდება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, თქვენი – „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (PES) პარტნიორს, რომლის ქმედებების …

ახალი ამბები


ბიფობია და ბიფობიის მიზეზები | ვიდეო

“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ მარიამ ჭანჭალეიშვილის საჯარო ლექციის ვიდეოჩანაწერს, რომელიც შეეხება ბიფობიას. რაზე ვლაპარაკობთ როცა ბისექსუალობაზე ვლაპარაკობთ ხოლმე? საერთოდ, უნდა ვისაუბროთ თუ არა ბისექსუალობაზე? რა არის ბიფობიიის მიზეზი და რამდენად ძლიერი და თვისობრივად განსხვავებულია იგი? ბისექსუალობასთან დაკავშირებულული შიში და გაურკვევლობა ყოველდღიურ საუბრებში, ურთიერთობებში ჩანს. ერთი მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბისექსუალად მოიაზრებენ თავს, მეორე მხრივ კი ბისექსუალობასა …

ახალი ამბები