ახალი ამბები


“სპარის” თანამშრომელს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტრანსგენდერი ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო ერთი ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. 2020 წლის იანვარში „თანასწორობის მოძრაობას“ მომართა ტრანსგენდერმა ქალმა, ინფორმაციით, რომ თავის სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ “სპარში”, მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პიროვნებამ, ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით, ბრალდებულმა …

ახალი ამბები


“არ ხარ მარტო” – “თანასწორობის მოძრაობის” ჰომო/ტრანსფობიური ბულინგის საწინააღმდეგო კამპანია

30 იანვარს “თანასწორობის მოძრაობამ” გამართა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე შედგა ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომრისა და ვიდეო კლიპების წარდგინება აუდიტორიისადმი. კამპანია მიზნად ისახავს ამ უმწვავეს პრობლემაზე, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ბულინგზე, მსჯელობის დაწყებას. . ჟურნალი “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის” მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, …

ახალი ამბები


ტრანს ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს

პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი …

ახალი ამბები


ექიმებს პაციენტის არასათანადო მოპყრობის გამო გაფრთხილება მისცეს

ექიმებს, რომლებსაც ეგვიპტის მოქალაქე ავადმყოფი მამის მიმართ არასათანადო მოპყრობას ედავებოდა, წერილობითი გაფრთხილება მისცეს. 2019 წლის 26 თებერვალს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მოგვმართა ეგვიპტის მოქალაქემ ვ.ა.ე-მ, რომელიც განმარტავდა, რომ მამამისი ა.ა.ე. მოთავსებული იყო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას სამედიცინო პერსონალი არ აქცევდა სათანადო ყურადღებას და ითხოვდა დახმარებას. იმის მიუხედავად, რომ “თანასწორობის მოძრაობა” აღნიშნული მიმართულებით არ მუშაობს, მომჩივანი …

ახალი ამბები


ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2019 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. ნიკოლო ღვინიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. მიუხედავად აღნიშნულისა, …

ახალი ამბები


კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 13 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “თანასწორობის მოძრაობა” წარადგინა კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ შედეგები. კვლევა ჩატარდა 2019 წელს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს სამაგიდო კვლევა, ჩატარდა ჩარღმავებული ინტერვიუები, რომლითაც გამოიკითხა 7 მიგრანტი და დარგის 5 ექსპერტი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 შემთხვევის შესწავლა (Case Study), რომელიც აივ/შიდსის სერვისებზე მიგრანტის ხელმიუწვდომლობის გამო ლეტალურად დასრულდა.  კვლევის …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა

2019 წლის დეკემებრიდან “თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა. კოალიციაში 11 ორგანიზაციაა გაწევრებული. “კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, კოალიციის დღის წესრიგში ახალი ამოცანები დადგა. წევრი …

ახალი ამბები


სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 10 წლით

2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მსმ და გეი თემისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა კონკრეტული ქცევიდან 10 წლის მანძილზე. გასაჩივრებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. …

ახალი ამბები