არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა „ევროპის სოციალისტურ პარტიას”


epa07214940 Delegates vote during the XI Party of European Socialists Congress under the theme 'Fair, Free, Sustainable - The Progressive Europe We Want', at ISCTE - University Institute of Lisbon, in Lisbon, Portugal, 07 December 2018. The XI PES Congress will take place on 07 - 08 December in Lisbon where delegates from the PES Member parties across Europe will gather to debate key issues ahead of the 2019 European elections. EPA-EFE/MARIO CRUZ

ძვირფასო პრეზიდენტო სტანიშევ,

ძვირფასო გენერალურო მდივანო პოსტ,

ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს – გვსურს მოგმართოთ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში და გთხოვოთ რეაგირება იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატია საქართველოში. გამოწვევები უკავშირდება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, თქვენი – „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (PES) პარტნიორს, რომლის ქმედებების შედეგად გრძელდება სახელმწიფოს მიტაცების პროცესი საქართველოს არაფორმალური მმართველისა და პარტიის თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ.

14 ნოემბერს მმართველმა პარტიამ დაარღვია დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ და პარლამენტში არ დაუჭირა მხარი არჩევნების სრულად პროპორციულ წესზე გადასვლას. ეს დაპირება 2019 წლის ზაფხულში ახალგაზრდების პროტესტის მონაპოვარი იყო; ამ ცვლილების საჭიროებაზე ასევე თანხმდებოდა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ჩვენ ვიხილეთ დადგმული პროცესი, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც ხელი ჰქონდათ მოწერილი საპარლამენტო ინიციატივაზე (36), “აჯანყდნენ” ცვლილებების წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ პროცესს თავიდანვე მართავდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს მის პარტიაში. მმართველი პარტიის ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯს პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადააქვს, რითაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ქვეყანაში.

მოვლენები დინამიურად ვითარდება, ხალხი ქუჩაში გამოდის, მმართველი პარტია უკვე დატოვა რამდენიმე წევრმა. თუ მმართველი პარტიის მხრიდან არ იქნება დაუყოვნებლივი, ადეკვატური რეაქცია, არსებობს კრიზისის გაღრმავებისა და უკონტროლო პროცესების განვითარების რისკი.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება აშკარად უპირისპირდება საქართველოს მოქალაქეების ნებას და აზიანებს თანასწორობას პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ ქმედებებით „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება როგორც „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, ისე პოლიტიკური ქცევის ხუთივე ღირებულებას: „თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლიანობა და სოლიდარობა“ (2013 წლის PES-ის ფუნდამენტური პროგრამა).

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ქართველი ხალხის წუხილიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ „ევროპელი სოციალისტების პარტიას“, როგორც ხალხთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომ პარტიას, უნდა ჰქონდეს რეაგირება მისი პარტნიორის ქმედებებზე, რომლებიც არღვევს მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებს და მიზნად ისახავს ძალაუფლების შენარჩუნებას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

გთხოვთ, თვალი ადევნოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ასევე, გთხოვთ, ნუ გექნებათ ილუზია და არ მოტყუვდეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ ეს იყო შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება. სინამდვილეში, ეს არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაგრძელება, რომელსაც სურს გაახანგრძლივოს საკუთარი მმართველობა ფსევდოდემოკრატიული პროცესების საშუალებით.

მზად ვართ ნებისმიერ ამ საკითხზე მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და განმარტება.

ხელმომწერები:

  1. თანასწორობის მოძრაობა
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  4. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  7. საზოგადოება და ბანკები
  8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  9. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  10. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  11. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  13. მწვანე ალტერნატივა
  14. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  15. საფარი
  16. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  17. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  18. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  19. ცენტრი ემპათია
  20. მედიის განვითარების ფონდი
  21. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  22. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  23. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  24. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  25. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  26. დუშეთის განვითარების ფონდი
  27. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  28. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი-ხარაგაული
  29. თავისუფლების ინსტიტუტი
  30. სალომე ბარკერი
  31. მარიამ ბაჯელიძე
  32. გიორგი მჟავანაძე
  33. ზუკა ბერძენიშვილი
  34. შოთა დიღმელაშვილი
  35. გიგა მაქარაშვილი
  36. თათუშა არველაძე
  37. მარიამ გეგუჩაძე
  38. ნოდარ რუხაძე
  39. სოფო კუჭავა
  40. ლექსო მაჭავარიანი
  41. ჯაბა ზარქუა
  42. გიორგი ნონიაშვილი
  43. ზაზა აბაშიძე
  44. მარიამ დოლიძე
  45. თამარ კურატიშვილი
  46. გიორგი გაბრიაძე
  47. ანა ჭარხალაშვილი
  48. გეგი სალუქვაძე