ახალი ამბები


მოსამართლეობის კანდიდატი: კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა არ იყო აუცილებელი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ, საკომიტეტო მოსმენისას, განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და კაცის კავშირად განმარტება, არ იყო აუცილებელი. “მე ვფიქრობ, ადამიანის უფლებების ნაწილში, პირადად ჩემი შეხედულებით, ადრე როგორც ქორწინების დეფინიციას… კონსტიტუციით ამ სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტის ამ ხარისხში აყვანა არ იყო აუცილებელი. იმიტომ რომ არათუ განვსაზღვრავთ პირებს ვისთან ურთიერთობაც შეგვიძლია, სამოქალაქო სამართლის …

ახალი ამბები


ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობა და გვერდითი ეფექტები | ვიდეო

სათემო შეხვედრაზე, რომელიც “თანასწორობის მოძრაობისა” და ასოციაცია “ბროწეულის” ორგანიზებით ჩატარდა, ექიმი-ინფექციონისტი ფატი გაბუნია საუბრობს იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ახლავს თან. ანტირეტროვირუსული მკურნალობა აივ/შიდსთან ბრძოლის მთავარი მეთოდია. იგი მიზნად ისახავს აივ ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და ადამიანის იმუნური უჯრედების დაცვას. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, როგორც წესი, ვირუსის რაოდენობა ადამიანის სისხლში მცირდება. თუმცა, მკურნალობის საბოლოო …

ახალი ამბები


შსს “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე: მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ფილმის “და ჩვენ ვიცეკევეთ” პრემიერსთან დაკავშირებულ ძალადობრივ განცხადებებს ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან. ”შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული …

ახალი ამბები


განცხადება “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოსეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება!  ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე, ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს, ეკლესიის პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, …

ახალი ამბები


17 მაისი | სარჩელი “ალმას” წინააღმდეგ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც მოვითხოვდით, რომ დისკრიმინაციულად ეცნო “ალმას” უარი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე. სასამართლომ “ალმას” უარი დისკრიმინაციულად მიიჩნია, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომლითაც 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვდით კომპანია “ალმასგან”. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ სამჯერ გადადო სხდომა, სანამ გადაწყვეტილებას …

ახალი ამბები


სააპელაციომ ბურჯანაძის პარტიის წევრს ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ბესიკ დანელიას ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში აქტივისტის ჰომოფობიური რეპლიკით მოხსენიებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარი დააკისრა. …

ახალი ამბები


განცხადება სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ვეხმაურებით საპატრიარქოს სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არ ერევა და არცაა დაინტერესებული საპატრიარქოს შიდა საკითხებით და იქ წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებით. თუმცა, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენს თემს.  საპატრიარქო, თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა, …

ახალი ამბები


პროდუსერის თქმით, სამინისტრომ კიდევ ერთხელ უარი თქვა “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაფინანსებაზე

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდუსერი ქეთი დანელია აცხადებს, რომ კულტურისა და განათლების სამინისტრომ კიდევ ერთხელ თქვა უარი, ფილმის გადამღები ჯგუფისთვის დაფინანსება გამოეყო მოტივით, რომ ეს არ არის ქართული ფილმი. დანელიას თქმით, სამინისტრომ უარი განაცხადა, რომ დაეფინანსებინა 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შესაძენად. პროდუსერის ინფორმაციით, ელოდებიან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, რომელიც თანხის გამონახვას ცდილობს. “თან მეცინება, …

ახალი ამბები