ლგბტ აქტივისტების მიმართ მუქარის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო


ლგბტ აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი და ჰომო/ტრანსფობიური მოწოდებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

2019 წლის 12 დეკემბერს “თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა „თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გადაცემის ცერემონია. ჯილდო გადაეცა ლგბტქ ადამიანების უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალს.

დაჯილდოვების შემდეგმ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაჯილდოების ერთერთი მონაწილე იყო ტრანსგენდერი ქალი. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა ათასობით ადამიანმა და არაერთმა ჯგუფმა, სადაც აგრესიულად განწყობილი ადამიანები აგინებდნენ და ემუქრებოდნენ ტრანსგენდერ ქალს.

იმდენად რამდენადაც მუქარის ფაქტები შეიცავდა რეალურ საფრთხეს, ხოლო ტრანსგენდერი ქალის სამუშაო დგილი ცნობილი იყო მუქარის ავტორებისთვის, “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.