“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ მარიამ ჭანჭალეიშვილის საჯარო ლექციის ვიდეოჩანაწერს, რომელიც შეეხება ბიფობიას.
რაზე ვლაპარაკობთ როცა ბისექსუალობაზე ვლაპარაკობთ ხოლმე? საერთოდ, უნდა ვისაუბროთ თუ არა ბისექსუალობაზე?
რა არის ბიფობიიის მიზეზი და რამდენად ძლიერი და თვისობრივად განსხვავებულია იგი?
ბისექსუალობასთან დაკავშირებულული შიში და გაურკვევლობა ყოველდღიურ საუბრებში, ურთიერთობებში ჩანს. ერთი მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბისექსუალად მოიაზრებენ თავს, მეორე მხრივ კი ბისექსუალობასა და ბიფობიაზე საუბარი ბევრისთვის შეუსაბამოა მაშინ, როდესაც ადამიანების სექსუალობა ასეთი მრავალფეროვანი და განუსაზღვრელია, ქვიარ თემში კი ამდენი პრობლემაა.
ამავე თემაზე: 10 მითი ბისექსუალობის შესახებ, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის საყურადღებო მიგნებაა, რომ საზოგადოების ბიფობიური განწყობები ჰომოფობიურს ჭარბობს. ბიფობია არსებობს, როგორც ჰეტერონორმატიული საზოგადოების მხრიდან, ასევე ქვიარ თემში. საბოლოოდ, მოთხოვნა მაინც აშკარაა – უნდა გაითვალისწინო არსებული ბინარული ოპოზიცია – გადაწყვეტილება მიიღო თუ რომელი სქესის პარტნიორი გეყოლება და ეს გადაწყვეტილება მუდმივად დაამოწმო შენი სექსუალური ქცევით.