რუსუდან გოცირიძის ლექცია | Confusion of The Highest Order


საუკუნეების მანძილზე საღვთო წერილის წაკითხვისას პატრიარქალური კულტურები ვერანაირ უხერხულობას ვერ გრძნობდნენ: ეთნიკური, სოციალური, კულტურული, გენდერული უთანასწორობა ღვთის მიერ მოცემულ წესწყობად აღიქმებოდა.

მაგრამ გავიდა ხანი და ცივილიზაციამ სამყაროს აღქმა სულ სხვანაირად დაიწყო. ამან გამოიწვია Confusion of The Highest Order. უკბილო ხუმრობა გამომივა, თუკი არ ვიტყვი, რომ ეს ფრაზა უგანდის ერთერთი სატელევიზიო შოუდანაა, როცა გენდერული იდენტობების სიმრავლით დაბნეული სასოწარკვეთილი სწორედ ამ ფრაზას იმეორებს.

რთულია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ისეთი ცნებები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აქსიომად ითვლებოდა. ჩემი, როგორც მორწმუნის, როგორც სასულიერო პირის და როგორც ქალის ინტერესი, ძიებისა და კვლევის მთავარი თემა ყოველთვის იყო ამ სირთულეებში გზის გაკვლევა.

მოხსენების მიზანია დაგიმგზავროთ ჩემი ძიების გზაზე და გაგიზიაროთ ჩემი ეჭვები, კითხვის ნიშნები, აღმოჩენები და პასუხები.