ახალი ამბები


ყველაფერი “პოპერსის” შესახებ

ალკილის ნიტრიტი, ცნობილი როგორც “პოპერსი”, დიდი პოპულარობით სარგებლობს  ლგბტქ თემში.  ძველად ალკილის ნიტრიტები მედიცინაში გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, დღესდღეობით კი მას ძირითადად ციანიდით მოწამვლის დროს იყენებენ. ასევე ხშირად გამოიყენება, ექიმის დანიშნულებით მამაკაცებში ორგაზმის დროის გასახანგრძლივებლად. 70-იანი წლებიდან დღემდე ის სარეკრეაციო დანიშნულებით გამოიყენება  გეი მამაკაცებში. სინთეზის კლასიკურ მეთოდს  მეიერის რეაქცია ეწოდება. გარდა სარეკრეაციო დანიშნულებისა, “პოპერსი” აქტიურად …

ახალი ამბები


PrEP პროგრამა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

    კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით “თანასწორობის მოძრაობისა” და “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ერთობლივი ინიციატივით მსმ და ტრანს* თემის წევრებს PrEP პროგრამაში ჩართვის გამარტივებულ მეთოდს სთავაზობს.  30 მარტიდან PrEP პროგრამაში ჩართვის მსურველებსა და პროგრამაში უკვე ჩართულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექებათ, ისარგებლონ მობილური ბრიგადის სერვისით.  სასურველი თარიღის …

ახალი ამბები


სისხლის დონაციაზე “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია სამინისტრომ გაითვალისწინა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია გაითვალისწინა და მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 12 თვის ვადით განსაზღვრა. აღნიშნული რეკომენდაციით “თანასწორობის მოძრაობამ” ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის თებერვალში მიმართა. რეკომენდაცია ითვალისწინებდა, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 …

ახალი ამბები


ინფორმაცია “თანასწორობის მოძრაობის” დისტანციური მომსახურების შესახებ

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით “თანასწორობის მოძრაობა” ლგბტქი თემის წევრებს თავის მომსახურებებს დისტანციურად მიაწვდის. ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურებების მისაღება დაუკავშირდით ჩვენს სოციალურ მუშაკებს: ირა სილანტევასა (მობ. 595 85 53 20 , ელფოსტა ira.silanteva@equality.ge) და მარიამ ბანძავას (მობ. 595 57 37 13, ელფოსტა: mariam.bandzava@equality.ge). ან მოგვწერე სოციალური მუშაკების ჩატში, …

ახალი ამბები


მოვუწოდებთ​ სახელმწიფოსა და მედიებს, საინფორმაციო პოლიტიკაში უმცირესობების ენები გაითვალისწინონ

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID 19  ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის. საქართველოში COVID 19  ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა …

ახალი ამბები


კოალიციის “თანასწორობისთვის” მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას და რელიგიურ გაერთიანებებს

დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და  ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 300,000–ს გადააჭარბა, ვირუსით გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 13,000–ზე მეტი ადამიანი და სამწუხაროდ, ვითარება ჯერ კიდევ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ მკაცრი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და …

ახალი ამბები


კორონავირუსი: აივ დადებითი ადამიანები მომეტებული რისკის ქვეშ არ მიიჩნევიან

ახალი კორონავირუსი ჯერჯერობით საფუძვლიანად შეუსწავლელი ინფექციაა და ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციას ვიღებთ მის შესახებ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ პანიკას და მივდიოთ სპეციალისტების რჩევებს. მნიშვნელოვანია, რომ არ დადასტურებულა კონკრეტული შემთხვევა, რომ აივ დადებით ადამიანებს კორონავირუსის ან სხვა დაავადების რთული ფორმა ჰქონოდათ. რეკომენდებულია, რომ ადამიანებმა, ვინც იღებენ მედიკამენტებს აივ-ის პრევენციისთვის, ან მკურნალობისთვის, უნდა განაგრძონ პროცედურა ისე, რომ …

ახალი ამბები


აივ/შიდსზე გადაღებული 7 ფილმი, რომელიც თვითიზოლაციის პერიოდში უნდა ნახო

მსოფლიო კინო აივ/შიდსის ეპიდემიის ადრეული პერიოდიდან 80-იან და 90-იან წლებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აივ/შიდსის გარშემო არსებული დისკუსიის შეცვლასა და განვითარებაში. 1994 წელს, როცა აივ/შიდსით გარდაცვალებულთა რიცხვმა პიკს მიაღწია, ბევრი ადამიანისთვის ზოგიერთი ფილმი აღმოჩნდა მასტიმულირებელი ძალა, რომელიც მათ რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარა. დღესდღეობით აივ ინფექცია/შიდსი ქრონიკულად მართვადი დაავადებაა. მკურნალობის შედეგად, ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში. …

ახალი ამბები