კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით “თანასწორობის მოძრაობისა” და “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ერთობლივი ინიციატივით მსმ და ტრანს* თემის წევრებს PrEP პროგრამაში ჩართვის გამარტივებულ მეთოდს სთავაზობს.
30 მარტიდან PrEP პროგრამაში ჩართვის მსურველებსა და პროგრამაში უკვე ჩართულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექებათ, ისარგებლონ მობილური ბრიგადის სერვისით.
სასურველი თარიღის დაჯავშნის შემდეგ შიდსის ცენტრის ბრიგადა მოვა თქვენთვის სასურველ ადგილას. თქვენ ბინაზე მიიღებთ როგორც პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს, ასევე მედიკამენტ Truvada-ს.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაჯავშნონ ვიზიტი ონლაინ
შეგახსენებთ, რომ “თანასწორობის მოძრაობის” ყველა სერვისი უკვე გადავიდა დისტანციურ რეჟიმში. გარდა PrEP პროგრამისა, ლგბტქი თემის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და იურისტის დახმარება, გაიკეთონ სწრაფი ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე, ასევე შეუკვეთონ უფასო კონდომები და ლუბრიკანტები ვებ-გვერდიდან selftest.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას!