ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” გამოხმაურება მამუკა ხაზარაძის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის დისკრიმინაციულ, ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დისკრიმინაციული შინაარსისაა და ლგბტ+ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ემსახურება. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ერთერთ ყველაზე დაუცველ და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ, რასაც საზოგადოების ნაწილში არსებული ჰომო- და ტრანს*ფობიური დამოკიდებულებები განაპირობებს. ლგბტ+ პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” შეშფოთებას გამოხატავს “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ოფისს თავს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ და საღებავები შეასხეს.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში “თბილისი პრაიდის” ოფისთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც ოფისის შენობაზე ლგბტ+ დროშის გადმოფენას აპროტესტებენ. პრაიდის წარმომადგენლების ვარაუდით, ოფისზე თავდასხმა სავარაუდოდ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: დროულად …

ახალი ამბები


საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მთავრობას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ სომხეთის მოქალაქეებს და ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული საგანგაშო ვითარების გამო, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას გაუწიოს დახმარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს. ჩვენი რწმენით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური …

ახალი ამბები


განცხადება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ვიხსენებთ ჩვენი წინაპრების 102 წლის წინანდელ მცდელობას, შეექმნათ თანასწორუფლებიანობაზედაფუძნებული სახელმწიფო. საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი აქტივიზმისა და ბრძოლისათვის ლგბტქი ადამიანების თანასწორობის მიღწევისთვის, რადგანაც იგი განსაზღვრავს ჩვენს დღის წესრიგსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშე ლგბტქი თემი დგას.  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 29-ე წელს პანდემიის პირობებში ვხვდებით. ამ მდგომარეობით …

ახალი ამბები


აქტივისტების აკადემია | პაატა საბელაშვილი [ვიდეოჩანაწერი]

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ აქტივისტების აკადემიის მეოთხე ლექცია-დისკუსიის ვიდეო ჩანაწერს. ქვიარ და ნარკოპოლიტიკის აქტივისტი პაატა საბელაშვილი საუბრობს ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის დაწყებული აქტივის მიმდინარეობასა და გამოწვევებს, რომელთა წინაშე აღნიშნული მოძრაობა დადგა. პაატა საბელაშვილი “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტია, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის იბრძვის. “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” არაერთი მასშტაბური აქცია ჩაატარა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით. მოძრაობის დამსახურებაა ის, რომ დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის …

აქტივისტების აკადემია
ახალი ამბები


საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ორგანიზაციების განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი. დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო …

ახალი ამბები


“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ყოველდღიური ყოფის სიმძიმე და სახელმწიფოს მხრიდან …

ახალი ამბები


ქარტიამ „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები დააკმაყოფილა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 9 მაისს გამართულ სხდომაზე სრულად დააკმაყოფილა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები ტელეკომპანია „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ“. ქარტიას საჩივრით„თანასწორობის მოძრაობამ“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა”მიმართეს, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი …

ახალი ამბები