აივ/შიდსზე გადაღებული 7 ფილმი, რომელიც თვითიზოლაციის პერიოდში უნდა ნახო


მსოფლიო კინო აივ/შიდსის ეპიდემიის ადრეული პერიოდიდან 80-იან და 90-იან წლებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აივ/შიდსის გარშემო არსებული დისკუსიის შეცვლასა და განვითარებაში. 1994 წელს, როცა აივ/შიდსით გარდაცვალებულთა რიცხვმა პიკს მიაღწია, ბევრი ადამიანისთვის ზოგიერთი ფილმი აღმოჩნდა მასტიმულირებელი ძალა, რომელიც მათ რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარა.

დღესდღეობით აივ ინფექცია/შიდსი ქრონიკულად მართვადი დაავადებაა. მკურნალობის შედეგად, ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში.

წარმოგიდგენთ 1985 წლიდან 2019 წლამდე გადაღებულ 7 აუცილებლად სანახავ  ფილმს, რომლებიც აივ დადებით ადამიანებს და მათ ცხოვრებას შეეხება.

7. ჩვეულებრივი გული,2014

ცნობილი აქტივისტის, ლარი  კრამერის ბიოგრაფიული რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც 1981-1984 წლებში ნიუ-იორკში არსებულ შიდსის კრიზისზე მოგვითხრობს. ჯერ კიდევ იმ პერიოდზე, როცა სრულიად უცნობი იყო აივ/შიდსის გადაცემის გზები და არ არსებობდა ანტირეტროვირუსული მკურნალობა.  ფილმში ასევე ვხვდებით 1985  წლის პირველ სერიოზულ მიღწევას, როცა შესაძლებელი გახდა აივ/შიდსზე ანტისხეულების პირველი ტესტი.


6. დალასის შემსყიდველთა კლუბი,2013

ფილმში მოთხრობილია რონ ვუდრუფის რეალური ამბავი. ის ტეხასელი ელექტრიკოსია, რომელსაც 1985 წელს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არსებობდა აივ/შიდსის მკურნალობის მეთოდი და დაავადება უკიდურესად სტიგმატიზებული იყო. მთავარი პერსონაჟი არ ეგუება დიაგნოზს და იწყებს არა ვერიფიცირებული მედიკამენტებით მკურნალობას, მალევე აარსებს „დალასის მყიდველთა კლუბს“, სადაც თავის მიერ გამოცდილ მედიკამენტებს აივ/შიდსით ინფიცირებულ სხვა პაციენტებს სთავაზობს, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) -ს მხრიდან კი მრავალ წინააღმდეგობას აწყდება.


5. 120 დარტყმა წამში

ფილმის სიუჟეტი 90-იანი წლების საფრანგეთში ხდება, სადაც პარიზში შიდსის აქტივისტები ატარებენ დემონსტრაციებს აივ/შიდსზე გავრცელებული სტიგმისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აივ/შიდსის აღმოჩენიდან ერთი ათწლეულია გასული, აივ ინფექცია მაინც სტიგმატიზებულია. ფილმის გმირი, ნათანი, დაუახლოვდება აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც აივ/შიდსზე ინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული.

4. ანგელოზები ამერიკაში, 1991

2006 წელს გამოცემა სიეტლ თაიმსმა „ანგელოზები ამერიკაში“ დაასახელა, როგორც შიდსის შესახებ გადაღებული საუკეთესო ფილმი. მინისერიალი 6 საათს გრძელდება და მოგვითხრობს 6 ნიუ იორკელი ადამიანის შესახებ, რომლებიც რეიგანის ეპოქაში, 1985 წლის ნიუ იორკში ცხოვრობენ. სერიალის მთავარი გმირი პრი უალტერი, გეი მამაკაცი, რომელსაც ანგელოზი სტუმრობს. მინისერიალში გადმოცემულია 1985 წელს რეიგანის ეპოქაში სწრაფი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები.

3. ცხოვრების დასასრული, 1992

1992 წელს გამოსული ტრაგიკომედიური ჟანრის  ფილმი მოგვითხრობს ორი აივ პოზიტიური გეი მამაკაცის –  ლუკისა და  ჯონის შესახებ, რომლებიც ჰომოფობი პოლიციელის მკვლელობის შემდგომ, გადაწყვეტენ იმოგზაურონ.


2. ხანგრძლივი მეგობარი, 1990

მოქმედება 1980-იანი წლების ამერიკაში ხდება. ფილმი მოგვითხრობს, მეგობრების შესახებ, რომლებიც ახალი გამოწვევის წინაშე დგებიან. ფილმში ასახულია შიდსის გამოვლინების პირველი წლები და ნაჩვენებია, რა გავლენას ახდენს შიდსის ეპიდემია მათ ცხოვრებაზე, იმ ფონზე, როდესაც აივ/შიდსი მედიცინისთვის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ვირუსი იყო.


1. ფილადელფია, 1993

1993 წელს გადაღებული საკულტო ფილმი, რომელიც გვიყვება აივ დადებითი მამაკაცის შესახებ. ფილმში ნაჩვენებია რა სახის სტიგმასა და დისკრიმინაციას შეიძლება განიცდიდეს აივ ინფიცირებული ადამიანი. გარდა ტომ ჰენქსისა და დენზელ უოშინგტონის გენიალური არტისტული უნარებისა, ფილმი ცნობილია ბრუს სპრინგსტინის ცნობილი სიმღერის ფილადელფიის ქუჩები [Streets of Philadelphia] და უმბერტო ჯორდანოს ცნობილი არიის La Mamma Morta-ს გამო.