ინფორმაცია “თანასწორობის მოძრაობის” დისტანციური მომსახურების შესახებ


კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით “თანასწორობის მოძრაობა” ლგბტქი თემის წევრებს თავის მომსახურებებს დისტანციურად მიაწვდის.

ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურებების მისაღება დაუკავშირდით ჩვენს სოციალურ მუშაკებს: ირა სილანტევასა (მობ. 595 85 53 20 , ელფოსტა ira.silanteva@equality.ge) და მარიამ ბანძავას (მობ. 595 57 37 13, ელფოსტა: mariam.bandzava@equality.ge).

ან მოგვწერე სოციალური მუშაკების ჩატში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში წარწერით “ონლაინ დახმარება”. ჩვენი სოციალური მუშაკები გიპასუხებენ და გადაგამისამართებენ და დაგინიშნავენ შესაბამის ვიზიტებს სპეციალისტებთან.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 12:00-19:00 საათამდე.

იურისტის მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს იურისტს, თემურ საბელაშვილს (მობ. 551 32 99 32, ელფოსტა: temur.sabelashvili@equality.ge)

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 12:00-19:00 საათამდე.

აივ/შიდსზე სწრაფი ტესტირებისთვის, კონდომებისა და ლუბრიკანტების მისაღებად, შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად უფასოდ მიიღოთ სასურველ მისამართზე. იმისთვის, რომ შეძლოთ ამ სერვისით სარგებლობა თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე selftest.ge

საიტზე რეგისტრაცია ხდება 15-ნიშნა კოდით, რაც იცავს თქვენს ანონიმურობას. გამოწერილი პროდუქტების თქვენამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია Glovo. selftest.ge-ზე განთავსებული პროდუქციაც და ტრანსპორტირებაც არის უფასო. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს selftest.ge

სამუშაო საათებია: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: stopcov.ge