17 მაისი
– მე მინდა გითხრათ თქვენ, სიძულვილით სავსე ადამიანებს, ცხოვრება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია საიმისოდ, რომ გაატარო ზიზღში, – დაფიქრდი ვინ გძულს. ის შეიძლება აღმოჩნდეს შენი საყვარელი ადამიანი – ნუ შეგეშინდება განსხვავებულის და მით უმეტეს, ნუ შეიძულებ მას, რადგან თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია – აგრესია, რომელსაც იყენებ შენი სექსუალური უპირატესობის დასამტკიცებლად, სინამდვილეში სრულიად საპირისპიროზე, შენს სისუსტეზე …
“ვენებგადაჭრილი ტრანსგენდერი ქალი პოლიციამ “არამიანცის” საავადმყოფოში მიიყვანა. მიმღებში ექიმი ქალი აკვირდებოდა ადამიანის ჩაცმულობას, მის მოკლე კაბას, მაღალყელიან თეთრ ჩექმას და სრულიად უადგილო კითხვებს უსვამდა, რაც არ ეხებოდა მის მკურნალობას. მისი ტონი იყო დამცინავი. ბოლოს პაციენტმა ჰკითხა, აქ ვიმკურნალებ, თუ სხვა საავადმყოფო ვეძებო? რაზეც უპასუხეს, რომ ეს საავადმყოფოა და შენი ნებაა – შეგიძლია წახვიდე. ქალი გავიდა, …
“აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ძალადობის ფაქტი. მამამ იძალადა შვილზე, ფიზიკურად გაუსწორდა მას, იმიტომ რომ ის იყო გეი. ითხოვდა, რომ თავისი გეი შვილი თავშესაფარში გადაეყვანათ, თორემ მოკლავდა. ბიჭმა იცხოვრა რამდენიმე თვე თავშესაფარში და შემდეგ მას გაუმართლა იმიტომ რომ ოჯახი შეეგუა ახალ რეალობას და ის უკანვე მიიღეს. სიძულვილი ბადებს აგრესიას, აგრესია ძალადობას, ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, – დათო …
“ეს ისტორია მოხდა დასავლეთ საქართველოში ერთერთ სოფელში, სადაც ცხოვრობდა ოჯახი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. ერთერთ ბიჭზე სოფელში იფიქრეს, რომ იყო გეი. მას ღიად დასცინოდნენ, დაცინვა გადაიზარდა ღია აგრესიაში, მას აფურთხებდნენ უფროსი კაცები და მისი თანატოლებიც. ამის შემდეგ, მისი სახლიდან მარტო გამოსვლა უსაფრთხო არ იყო და ამიტომ დედა დაყვებოდა სახლიდან სკოლამდე, ასევე სკოლიდან სახლამდე. როდესაც მან …
“18 წლის გოგო ოჯახს ჰყავს შინაპატიმრობაში, დატყვევებული სახლში. ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, აუკრძალეს ინტერნეტთან ურთიერთობა. მოკლედ, გარესამყაროსთან შეხება ეკრძალება ამ გოგოს. სცემეს კიდეც რამდენჯერმე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ამ გოგოს შეყვარებული ასევე არის გოგო. სახლიდან ვერ მოდის, უწევს ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ცხოვრება, დაცინვა, აბუჩად აგდება, ასეთი ადამიანი არაა ცოტა, რომლებიც არიან სახლში და ვერ ახერხებენ …
“ბოლო წლების განმავლობაში, ყველა 17 მაისის წინა და შემდეგ პერიოდებში მატულობს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი. ძირითადად ეს ეხება საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანების მიმართ ძალადობას. მაგალითისთვის, გავიხსენებ იმ შემთხვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. მაგალითად, 2013 წელს ერთერთ ტრანსგენდერ ქალს თბილისის ცენტრში თმაზე ცეცხლი წაუკიდეს. 2014 წელს თბილისის ცენტრალურ უბანში სუპერმარკეტ “სმარტთან” მოხდა ჯგუფური …
“უსახლკარობა ლგბტ იდენტობის მქონე ადამიანებისთვის ერთერთი დიდი პრობლემაა, რადგან, როგორც წესი, ისინი ადრეული ასაკიდანვე საკუთარი ოჯახიდანაც კი იდევნებიან. ერთია, რომ ქირის გადახდა ძალიან რთულია და მათი შემოსავლის დიდი ნაწილი ქირაში მიდის. მაგრამ არსებობს მეორე პრობლემაც, ხშირად გამქირავებელი უარს ამბობს ბინის გაქირავებაზე, ან გამოგონილი მიზეზით სთხოვს მათ, რომ ბინა დაცალონ. ტრანსგენდერი ქალების შემთხვევაში უსახლკარობის საკითხს, კიდევ …
“ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით. თუმცა, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა მკვლელი გაამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვიც კი, გამოიტანდა სავსებით სწორ დასკვნას პროკურორის დასაბუთებიდან გამომდინარე. მკვლელი ამტკიცებდა, რომ საბი მოკლა თავდაცვის მიზნით, მკვლელობამდე 30 წუთით ადრე ნაყიდი დანით და მიაყენა მას 9 ჭრილობა. …
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.