“ვენებგადაჭრილი ტრანსგენდერი ქალი პოლიციამ “არამიანცის” საავადმყოფოში მიიყვანა. მიმღებში ექიმი ქალი აკვირდებოდა ადამიანის ჩაცმულობას, მის მოკლე კაბას, მაღალყელიან თეთრ ჩექმას და სრულიად უადგილო კითხვებს უსვამდა, რაც არ ეხებოდა მის მკურნალობას. მისი ტონი იყო დამცინავი. ბოლოს პაციენტმა ჰკითხა, აქ ვიმკურნალებ, თუ სხვა საავადმყოფო ვეძებო? რაზეც უპასუხეს, რომ ეს საავადმყოფოა და შენი ნებაა – შეგიძლია წახვიდე. ქალი გავიდა, ეზოში მას გული წაუვიდა და წაიქცა. საბედნიეროდ, იქვე იდგა პოლიციელი ბიჭი, რომელმაც მიიყვანა ეს გოგო საავადმყოფოში. მან აიტაცა ეს გოგო ხელში და აღელვებული შევარდა საავადმყოფოში. ხელში აყვანილი გოგოთი ის ავიდა მეორე სართულზე, შეიყვანა რეამინაციაში და გამხეცებული ყვიროდა, დედებს მოგიტყნავთ, ახლავე მიხედეთ ამ ქალს. ამ ბიჭის ასეთი თავდადება და გულწრფელი აღშფოთება რომ არა, ის გოგო დღეს არ იქნებოდა ცოცხალი. ქალს დაადეს 17 ნაკერი და მიუხედავად იმისა, რომ სისხლისგან იცლებოდა, ის გადარჩა. ჩვენ არ ვიცით ამ ბიჭის, ამ პოლიციელის, სახელი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავცეთ მას”, – ნატა ფერაძე, სამოქალაქო აქტივისტი.