ტრანსფობია


სახალხო დამცველმა ტრანსგენდერი ქალის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა. ტრანსგენდერი ქალი მ. კ. უძრავი ქონების აგენტ ლ. ს.-ს 2020 წლის …

ახალი ამბები


თურქეთში ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმისა და მკვლელობისთვის პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

იზმირელ პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ტრანსგენდერი ქალი ჰანდე ბუსე შექერი მოკლა და ორი ტრანსგენდერი ქალი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის საქმეზე სასამართლოში რვა მოსმენა გაიმართა და სასამართლომ 2020 წლის 26 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულ ვოლკან ჰიქრეთი დანაშაულისთვის გათვალისწინებული უმაღლესი ზომებით დაესაჯათ და ყურადღებას ამახვილებდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. …

ახალი ამბები


“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ყოველდღიური ყოფის სიმძიმე და სახელმწიფოს მხრიდან …

ახალი ამბები


განცხადება “იმედის” ჰომო/ტრანსფობიურ გადაცემასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღია ეთერი” 28 აპრილის გამოშვებაში ერთერთი წამყვანის მონოლოგს, რომელიც ეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა მთლიანად აგებული იყო ჰომო/ტრანსფობიურ ნარატივზე. გადაცემის ერთერთმა წამყვანმა ვანო მერაბიშვილთან წარმართულ ინტერვიუზე საუბრისას “მთავარი აქცენტების” წამყვანის ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები: “…მეორე სუბიექტი [ნიკა გვარამია], რომელიც ასევე დაკარგულია, ოღონდ, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის ძიებაში…”, “მასაც …

ახალი ამბები


ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ომბუდსმენის ანგარიში

დღეს, 2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა “საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ” 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტქ ადამიანების მდგომარეობა საქართველოში არ გაუმჯობესებულა. გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ლგბტქ თემის უფლებების შესახებაა საუბარი. ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობასა და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების …

ახალი ამბები


ომბუდსმენმა “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებების საფუძველზე სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველმა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერების არსებობას, სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა. „თანასწორობის მოძრაობამ“  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს 2018 წლის 2 ნოემბერს N15536/18 და 2019 წლის 14 ივნისს N7856/19 განცხადებებით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის მიმართა. განცხადებების თანახმად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში „სასამართლო მედიცინა“ და …

ახალი ამბები