იზმირელ პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ტრანსგენდერი ქალი ჰანდე ბუსე შექერი მოკლა და ორი ტრანსგენდერი ქალი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის საქმეზე სასამართლოში რვა მოსმენა გაიმართა და სასამართლომ 2020 წლის 26 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულ ვოლკან ჰიქრეთი დანაშაულისთვის გათვალისწინებული უმაღლესი ზომებით დაესაჯათ და ყურადღებას ამახვილებდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.
ჰანდე ბუსეს დამ განაცხადა, რომ ბოლო სურვილი მათი დედისა, ვინც ბოლო სხდომის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა, იყო ის, რომ დამნაშავე უმკაცრესი ზომებით დასჯილიყო.
2019 წლის 9 იანვარს პოლიციელმა ვოლკან ჰიქრეთმა შექერი საკუთარ სახლში მოკლა და გაძარცვა სამსახურეობრივი იარაღით სახლში. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც იგი არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა: 21 წელი სექსუალური ძალადობისთვის, 5 წელი და 6 თვე ძარცვისთვის, 9 თვე ორჯერ ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის და 2 წელი პიროვნების ხსოვნის შეურაცხყოფისთვის.
გამოძიების ინფორმაციით, ვოლკან ჰიქრეთი და მისი მეგობარი ა. ტ. შეხვდნენ სექს მუშაკებს ბუსე შექერსა და ატეშს 2019 წლის 9 იანვარს დილის ექვს საათზე. შემდეგ ისინი წავიდნენ შექერისა და ატეშის სახლში. შექერის მეგობრები ი. და მ. ამ დროს შექერის სახლში იმყოფებოდნენ.
ჩხუბი დაიწყო მას შემდეგ, რაც სექსმუშაკმა ქალებმა წინასწარ მოითხოვეს გადახდა. რის საპასუხოდაც, ჰიქრეთმა გაისროლა, მოკლა შექერი, ხოლო მისი მეგობრები ი. ა. და ტ. ქ. დაჭრა. შემდეგ ჰიქრეთმა სექსუალურად იძალადა ი-ზე და სცემა ჰანდე ბუსეს ცხედარს.
სასამართლომ უარჰყო დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულისთვის შეემსუბუქებინათ სასჯელი “არაკეთილსინდისიერი პროცოკაციისა” და “კარგი ყოფა-ქცევის” მომიზეზებით. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამუდამო პატიმრობის დამძიმების თაობაზე.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კაოს გლ-ის იურისტმა ქარემ დიქმენმა განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობა უნდა დაკვალიფიცირებულიყო, როგორც დამამძიმებელი გარემოებაში ჩადენილი. იურისტმა მაჰმუთ შერენმა, Genç LGBTİ+ წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა არაკეთილსინდისიერი პროვოკაციის და კარგი ყოფა-ქცევის მოტივით, იმ კუთხით, როდესაც ვსაუბრობთ ტრანსგენდერი ქალების მიმართ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.
წყარო: bianet.org