ჰომოფობიური მოტივით ლგბტქი თემის წევრებზე თავდამსხმელი ბრალდებულად სცნეს, ხოლო თემის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.
2021 წლის 21 აპრილს დაახლოებით 16:30 საათზე ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 2 გეი მამაკაცებს გ.ჩ-ს, გ.ყ-სა და ტრანსგენდერ ქალს ს.კ-ს მათთვის უცნობმა პირმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
აღნიშნულმა პირმა ასევე თემის წევრების მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. თავდამსხმელი უწოდებდა მათ „პიდარასტებს“, ემუქრებოდა, რომ „გამოღადრავდა ყელს“ და „გაგუდავდა“ მათ. დაზარალებულებმა გამოიძახეს პოლიცია. საქმეში ჩაერთო “თანასწორობის მოძრაობა”.
თავდამსხმელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. საქმეზე დადგენილია, რომ პირმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განახორციელა მუქარა.