სიძულვილით მოტივირებული დანაშაული


ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციისგან დასაცავად – ევროსაბჭოს ECRI-ის რეკომენდაციები

ევროსაბჭოს რასიზმის საწინააღმდეგო კომიტეტმა (ECRI) შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რათა დაძლიონ პრაქტიკები და პოლიტიკა, რომელიც აღვივებს დისკრიმინაციასა და მიუღებლობას ლგბტქი ადამიანების მიმართ. რეკომენდაციები თავმოყრილია ახალ ბუკლეტში, რომელიც 2021 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა. ბუკლეტი ფოკუსირებულია სამართლებრივ ჩარჩოზე და იმ გზებზე, რომლითაც შესაძლებელია შეწინააღმდეგება ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისადმი, რომელიც ვლინდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და …

ახალი ამბები


თურქეთში ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმისა და მკვლელობისთვის პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

იზმირელ პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ტრანსგენდერი ქალი ჰანდე ბუსე შექერი მოკლა და ორი ტრანსგენდერი ქალი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის საქმეზე სასამართლოში რვა მოსმენა გაიმართა და სასამართლომ 2020 წლის 26 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულ ვოლკან ჰიქრეთი დანაშაულისთვის გათვალისწინებული უმაღლესი ზომებით დაესაჯათ და ყურადღებას ამახვილებდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. …

ახალი ამბები


„თანასწორობის მოძრაობის“ ინიციატივით პოლიციელების მორიგი ტრეინინგი ჩატარდა

2020 წლის 29 სექტემბერს „თანასწორობის მოძრაობისა“ და საქართველოს შინაგან სამინისტროს ადამიანის უფლებებისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თანამშრომლობით  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიების სტანდარტების თემაზე ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო თბილისის პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მა თანამშრომელმა. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და მასთან დაკავშირებული კონცეფციები; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება; სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით …

ახალი ამბები


სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხებზე პროკურორებისთვის ტრეინინგი ჩატარდა

თანასწორობის მოძრაობის ინიციატივითა და ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროკურატურის თანამშრომლებს ჩაუტარდა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრაქტიკულ ასპექტებსა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების მნიშვნელობას სისხლის სამართლის საქმეებში. ტრენინგის მიზანია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლაში პროკურორებისა და გამომძიებლების უნარები გააუმჯობესოს, რათა მათ უკეთ შეძლონ ეფექტური მოქმედებები, სიძულვილის მოტივის გამოკვეთისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას. სასწავლო პროგრამა მოიცავდა …

ახალი ამბები


ლგბტ აქტივისტების მიმართ მუქარის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ლგბტ აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი და ჰომო/ტრანსფობიური მოწოდებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 12 დეკემბერს “თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა „თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გადაცემის ცერემონია. ჯილდო გადაეცა ლგბტქ ადამიანების უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალს. დაჯილდოვების შემდეგმ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაჯილდოების ერთერთი მონაწილე იყო ტრანსგენდერი ქალი. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა …

ახალი ამბები