თანასწორობის მოძრაობის ინიციატივითა და ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროკურატურის თანამშრომლებს ჩაუტარდა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრაქტიკულ ასპექტებსა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების მნიშვნელობას სისხლის სამართლის საქმეებში.
ტრენინგის მიზანია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლაში პროკურორებისა და გამომძიებლების უნარები გააუმჯობესოს, რათა მათ უკეთ შეძლონ ეფექტური მოქმედებები, სიძულვილის მოტივის გამოკვეთისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- გენდერის და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია;
- სექსუალური და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობა;
- რელიგიური ნიშნით, შშმ პირების მიმართ და სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლით გათვალისწინებული სხვა ნიშნებით დისკრიმინაცია;
- სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოება;
სწავლება ორი ჯგუფისთვის განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე სპეციალიზებულმა პროკურორებმა, პროკურატურის გამომძიებლებმა და საშუალო რგოლის მენეჯერებმა.