თანასწორობის მოძრაობა


სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის

ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შექმნა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწრაფი რეაგირების მექანიზმი ლგბტქი+ თემის წევრებისათვის. თანამშრომლობის შედეგად მომზადდა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ლგბტქი+ თემის წევრს შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა გადაუდებელი საჭიროებისას …

ახალი ამბები


ლგბტქი სათემო ორგანიზაციების გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

ჩვენ, ქვიარ თემის წევრები და სათემო ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ანტიკონსტიტუციურ განცხადებას[1], რომელიც ემსახურება ჩვენს პარტიულ მონიშვნას, ინსტრუმენტალიზაციას და გამოყენებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მცდარია მისი სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები. ქვიარ ადამიანები ვართ საზოგადოების წევრები, სხვადახვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი, და ვინმეს პოლიტიკური არჩევანი არავის …

ახალი ამბები


შემოქმედება თანასწორობისთვის – პროექტის შეჯამება

“თანასწორობის მოძრაობამ” განახორციელა პროექტი “Making Art For Empowerement – შემოქმედება თანასწორობისთვის”, რომლის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით. პროექტი განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, გააძლიეროს ლგბტქი თემის წევრი და მხარდამჭერი ხელოვანები და შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ლგბტქი თემის მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევასა და …

ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

„თანასწორობის მოძრაობამ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის მოქმედი რედაქცია „შიდსი შეყრა“ იცვლება „სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადების შეყრით“; კანონპროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეყრის/შეყრის საფრთხის შექმნისთვის; განსაზღვრულია დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები; საქართველოს სისხლის სამართლის …

ახალი ამბები


ინფორმაცია “თანასწორობის მოძრაობის” დისტანციური მომსახურების შესახებ

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით “თანასწორობის მოძრაობა” ლგბტქი თემის წევრებს თავის მომსახურებებს დისტანციურად მიაწვდის. ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურებების მისაღება დაუკავშირდით ჩვენს სოციალურ მუშაკებს: ირა სილანტევასა (მობ. 595 85 53 20 , ელფოსტა ira.silanteva@equality.ge) და მარიამ ბანძავას (მობ. 595 57 37 13, ელფოსტა: mariam.bandzava@equality.ge). ან მოგვწერე სოციალური მუშაკების ჩატში, …

ახალი ამბები


საქმიანობის წლიური ანგარიში – 2019

2019 წლის განმავლობაში „თანასწორობის მოძრაობა“ აქტიურად მუშაობდა ლგბტქ თემის გაძლიერებისთვის. წარმოგიდგენთ, მოკლედ, ჩვენ მიერ გაწეულ შრომასა და გამართულ აქტივობებს, რომელიც 2019 წლის განმავლობაში განვახორციელეთ. 2019 წელს ჩვენი მიზნები იყო: ლგბტქ თემის წარმომადგენელთათვის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ლგბტქ თემის მობილიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა; ლგბტქ თემის წარმომადგენლების გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის სანახავად, …

დოკუმენტები


სააპელაციომ ბურჯანაძის პარტიის წევრს ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ბესიკ დანელიას ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში აქტივისტის ჰომოფობიური რეპლიკით მოხსენიებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარი დააკისრა. …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” ჩარევით დააკავეს პიროვნება, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა …

ახალი ამბები