თანასწორობის მოძრაობა


შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა

2 აგვისტოს შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და …

ახალი ამბები


[ვიდეო] ვიზუალური რეპრეზენტაციები და მათი ძალაუფლებრივი ასპექტები | სალომე ცოფურაშვილის ლექცია

ლექცია გაიმართა “თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით სოციალურ საწარმოში BALLROOM BAR 2019 წლის 1 მაისს. აღწერა: “ხელოვნება სიმბოლური ძალაუფლების ფორმაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ან დომინაციისთვის, ან ემანსიპაციისთვის“ – გერმანელი ხელოვანის ჰანს ჰააკეს ეს სიტყვები შეიძლება არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ ყველა იმ ვიზუალურ რეპრეზენტაციას მივუსადაგოთ, რომლითაც თანამედროვე კულტურაში ჩვენი ყოველდღიურობაა გაჯერებული. დღეს სულ უფრო და უფრო მეტი …

ახალი ამბები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისა და მისი ფუნქციების შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტეგრირების თაობაზე. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ დაგროვებულ კრიტიკას, თუმცა მოვუწოდებთ მთავრობას მიმდინარე პროცესს არ მისცეს მხოლოდ ფორმალური სტრუქტურული ცვლილების ხასიათი და …

ახალი ამბები


მე გიორგი ვარ და საზოგადოება ოჯახის შექმნის უფლებას მართმევს მარტო იმიტომ რომ გეი ვარ

პოლიტიკოსები მძიმე სოციალური ფონის, ეკონომიკური პრობლემების, ოკუპაციის, მჩაგვრელი ნარკოპოლიტიკის და პოლიციური რეჟიმის ფონზე, ჩემს სიყვარულს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ და ამაზე პოლიტიკურ ტრიბუნებთან საუბრობენ. მე ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე ვარ, ვეწევი ბიზნესსაქმიანობას, ვიხდი გადასახადებს, ვასაქმებ ადამიანებს და ამ ყველაფრის მიუხედავად სახელმწიფომ, კონსტიტუციურ დონეზე განმისაზღვრა, რომ ჩემი და ჩემი პარტნიორის ურთიერთობა ოჯახი არ არის. არსებული კანონმდებლობის …

ნუ დამტოვებ კანონის მიღმა


სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების გამო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას მიერ, 2017 წლის 15 ოქტომბერს “ჰერაკლესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს მოჰყვა.    აღსანიშნავია, რომ კამპანია, რომელშიც ფეხბურთელი ნებაყოფლობით იყო ჩართული, ემსახურება დისკრიმინაციასთან ბრძოლას და ყველა ადამიანის თანასწორობის …

ახალი ამბები