1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა


1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება.

გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი და გახსოვდეთ, რომ აივ ინფექცია ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში ექვემდებარება მკურნალობას!

“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ ნერწყვის სწრაფ ტესტს აივ ინფექციაზე.
VCT – ანუ ნებაყოფილობით კონსულტირება და ტესტირება მოიცავს პრეკონსულტირებას, ტესტს და პოსტკონსულტირებას.

ჩვენთან ასევე შეგიძლიათ, მიიღოთ ლუბრიკანტები და კონდომები.