„ჩემს მშობელსაც ისევე უნდა ჰქონდეს სიყარულის უფლება, როგორც მე მაქვს.”
გამარჯობა, მე ვარ ბარტი, 44 წლის, ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცი.
მყავს მშვილები და უკვე შვილიშვილებიც.
მე ვარ თიკო, ბარტის შვილი, ბარტი არის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ძალიან მზრუნველი, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვისაც და მისი ასეთი სიყვარულის გამო ვცდილობ აქტიურად ჩავერთო ყველა აქციაში თუ აქტივობაში, მაგრამ ორი მცირეწლოვანი შვილის გამო როგორც ვახერხებ, ისე ვერთვები და მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც არის ჰომოფობიური გარემო, სადაც ჩემი ოჯახის წევრს აყენებენ შეურაცხყოფას, ან ძალადობის ფაქტები თუა მისი მეგობრების მიმართ, ჩაგვრა დამცირება, ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია და მინდა რომ რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში.
მყავს საყვარელი ქალი, რომელთანაც ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი წლები მაქვს გატარებული, შემიძლია გავიხსენო შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მე მოვხდვი რეანიმაციაში, საავადმყოფოში და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფს საერთოდ არავინ და აღარაფერი მინდოდა, არავის დანახვა მინდოდა გარდა მისი თვალებისა და მისი თბილი თითების შეხებისა, რის საშუალებაც, სამწუხაროდ არ მომეცა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო მიწყვიტავს, რომ ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი და შესაბამისად არ შემოუშვეს ჩემ სანახავად. არ მიმაჩნია სწორად ეს მომენტი, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი არ ცხოვრობს იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ ერთად გვაქვს გატარებული და მე ვთვლი, რომ ის არის ჩემი ოჯახის სრულუფასოვანი წევრი და უნდა ჰქონდეს მას საშუალება იმისა, რომ ჩემს მაგივრადაც კი მიიღოს ჩემს სიცოცხლეზე გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება და მე არ მაქვს საშუალება იმისა, რომ თავად გავცე თუნდაც ექიმს პასუხი ამის შესახებ.