პოლიტიკოსები მძიმე სოციალური ფონის, ეკონომიკური პრობლემების, ოკუპაციის, მჩაგვრელი ნარკოპოლიტიკის და პოლიციური რეჟიმის ფონზე, ჩემს სიყვარულს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ და ამაზე პოლიტიკურ ტრიბუნებთან საუბრობენ.
მე ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე ვარ, ვეწევი ბიზნესსაქმიანობას, ვიხდი გადასახადებს, ვასაქმებ ადამიანებს და ამ ყველაფრის მიუხედავად სახელმწიფომ, კონსტიტუციურ დონეზე განმისაზღვრა, რომ ჩემი და ჩემი პარტნიორის ურთიერთობა ოჯახი არ არის.
არსებული კანონმდებლობის გამო, ჩემი ან ჩემი პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში, თანაცხოვრების დროს დაგროვილი ქონება შეიძლება ავტომატურად გადაეცეს იმ ნათესავებს, რომლებმაც წლების წინ სექსუალური ორიენტაციის გამო მიგვატოვეს.