ფოტომ, რომლითაც ჰომოფობია გააპროტესტეს, ლიბერალის კონკურსში ყველაზე მეტი ემოცია დააგროვა


ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია კოცნა, რომლითაც რესტორან ხინკლის სახლში ჰომოფობიური დამოკიდებილება გააპროტესტეს, ჟურნალ “ლიბერალის” ფოტოკონკურსში ყველაზე მეტი მოწონება მოიპოვა.

“ლიბერალის” ფოტოკონკურსში, რომლის თემა იყო “სიყვარული”, Facebook-ის ემოციების მიხედვით გამოვლენილ სამ ფოტოს შორის ყველაზე მეტი ემოცია დააგროვა.

“ამ ფოტოს გადაღების იდეა დაგვებადა მე და ჩემს მეგობარს, მას შემდეგ, რაც ფოტოზე აღბეჭდილ რესტორანში ლგბტქ თემის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ამ ყველაფერზე რესტორნის პერსონალმა თვალი დახუჭა და მეტიც – ამ ადამიანებს მომსახურებაზე უარი განუცხადეს. ეს იყო ერთგვარი პროტესტი ამ და ყველა იმ დაწესებულების მიმართ, სადაც ლგბტქ თემის წევრებს ავიწროებენ და არ აძლევენ თვითგამოხატვის საშუალებას.

კონკურსის თემა სიყვარულია. მინდა ხალხმა დაინახოს რომ სიყვარული მხოლოდ ქალსა და კაცს შორის არ არსებობს და შესაძლებელია ქალსა და ქალს, კაცსა და კაცს, იმ ადამიანებს, რომლებიc სოციალურ გენდერს ემიჯნებიან, შეუყვარდეთ ერთამენეთი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს ეს ფაქტი”, – უთხრა ავტორმა ლიბერალს.


14 დეკემბერს ღამით სამ ადამიანს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. შემთხვევა რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდა. დაზარალებულებს შორის ერთერთი თანასწორობის მოძრაობის თანამშრომელია. მას დამის მეგპბრებს ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რესტორნის ერთერთმა სტუმარმა. იგი დანის დარტყმითაც იმუქრებოდა. რესტორნის თანამშრომლებმა ინცინდენტის ამოწურვა იმით სცადეს, რომ დაზარალებულებს სთხოვდნენ რესტორანი დაეტოვებინათ.