ერთერთი პირი, რომელიც დათო გელაშვილს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხა პოლიციამ დააკავა მეორე პირის საკითხს ხვალ განიხილავენ.
“თანასწორობის მოძრაობის” იურისტის ინფორმაციით, რომელიც რუსთავის მეასმე განყოფილებაში იმყოფება, ორი პირი, თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
ა. ჯ. დათო გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დააკავეს. ხოლო მეორე თავდამსხმელის საკითხს ხვალ განიხილავენ, რადგან არასრულწლოვნის დაკითხვა 22:00 საათის შემდეგ არ შეიძლება.
დღეს, 1 თებერვალს რუსთავში ჰომოფობიურად თავს დაესხნენ დათო გელაშვილს. მისი თქმით, მას თავს დაესხა ორი ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიღებული აქვს თავის არეში: ცხვირზე, ტუჩსა და თვალზე.
დათო გელაშვილის თქმით, ფიზიკურ თავდასხმამდე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური რეპლიკებით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.