თანასწორობის მოძრაობის ინიციატივით ეუთომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა თემაზე “მშვიდობიანი მანიფესტაციის მართვა და დაცვა.”
ეუთოს ეგიდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, რომლებიც 14-17 მაისს და 27-31 მაისს გაიმართა.
სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა შუა და მაღალი რანგის 43 სამართალდამცავი, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება მანიფესტაციების გამართვის კუთხით.
სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს მშვიდობიანი მანიფესტაციების გაძღოლის პოზიტიური მაგალითები, რომლებიც შესულია ეუთოს “მანიფესტაციების დაცვის ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოში.” აღნიშნული კრებული არის პრაქტიკული სახელმძღვანელო სამართალდამცავებისა და მეთაურებისთვის ბაზისური პრინციპების და პრაქტიკული ქმედებების შესახებ რომლითაც შესაძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გაუმჯობესდეს მანიფესტაციებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მართვის მიმართულებით.
“თანასწორობის მოძრაობის” სურვილი იყო და არის, რომ სამართალდამცავებმა გაიარონ გადამზადება, რათა უკეთესად დაიცვან ადამიანების უფლებები ნებისმიერი, მათ შორის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო, მანიფესტაციის დროს.