ტრანსგენდერი ქალის გაბრიელას პრესკონფერენცია 18 იანვრის დაკავებასთან დაკავშირებით


20 იანვარს ტრანსგენდერმა ქალმა გაბრიელამ “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა 18 იანვარს 2 ტრანსგენდერი ქალის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.

2020 წლის 18 იანვარს პოლიციელებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს 2 ტრანსგენდერი ქალი.