2019 წლის დეკემებრიდან “თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა. კოალიციაში 11 ორგანიზაციაა გაწევრებული.
“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, კოალიციის დღის წესრიგში ახალი ამოცანები დადგა. წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, რათა გააძლიერონ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები, სამართლებრივად დავეხმაროთ დისკრიმინირებულ ჯგუფებს, ჩამოვაყალიბოთ პროგრესული სასამართლო პრაქტიკა, შევისწავლოთ თანასწორობის პოლიტიკა, გამოვავლინოთ სისტემური ხარვეზები და შევიმუშაოთ მათი გამოსწორების გზები.
კოალიციის წევრები არიან:
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- კავშირი „საფარი“
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- თანასწორობის მოძრაობა
კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. გაერთიანებას აქვს საქმიანობის სტრატეგია, წესდება, წევრების მიღების დადგენილი წესი და პროცედურები.
დაარსების დღიდან, კოალიციის მუშაობას მხარს უჭერს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, რომელიც ამავრდოულად კოალიციას სამდივნოს ფუნქციას ასრულებს.