30 იანვარს “თანასწორობის მოძრაობამ” გამართა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე შედგა ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომრისა და ვიდეო კლიპების წარდგინება აუდიტორიისადმი. კამპანია მიზნად ისახავს ამ უმწვავეს პრობლემაზე, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ბულინგზე, მსჯელობის დაწყებას.
.
ჟურნალი “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის” მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, ციფრული უსაფრთხოების, ბულინგის საკითხებს. ჟურნალში გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე.
დღესვე, აუდიტორიას წარუდგინეს კამპანიის ვიდეოკლიპების ნაწილი, რომლებიც აერთიანებს იმ ადამიანების ზეპირ ისტორიებს, რომელბმაც გამოსცადეს ბულინგი, ასევე ერთერთი ვიდეოკლიპში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები გაერთიანდნენ ბულინგის წინააღმდეგ. ვიდეკლიპები გავრცელედება სოციალურ მედიაში და მისწვდება საკითხით დაინტერესებულ აუდიტორიას.
პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის აუდიტორიაში.
იხილეთ, კამპანიის პირველი ვიდეო:
ღონისძიების ფოტოები: