ახალი ამბები


ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციისგან დასაცავად – ევროსაბჭოს ECRI-ის რეკომენდაციები

ევროსაბჭოს რასიზმის საწინააღმდეგო კომიტეტმა (ECRI) შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რათა დაძლიონ პრაქტიკები და პოლიტიკა, რომელიც აღვივებს დისკრიმინაციასა და მიუღებლობას ლგბტქი ადამიანების მიმართ. რეკომენდაციები თავმოყრილია ახალ ბუკლეტში, რომელიც 2021 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა. ბუკლეტი ფოკუსირებულია სამართლებრივ ჩარჩოზე და იმ გზებზე, რომლითაც შესაძლებელია შეწინააღმდეგება ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისადმი, რომელიც ვლინდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობა და საქართველოს მდგომარეობა “ილგა-ევროპის” ანგარიშში

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ილგა-ევროპა” გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, სადაც მოხვდა “თანასწორობის მოძრაობისა” და პარტნიორი ორგანიზაციების განხორციელებული ღონისძიებები ლგბტქი უფლებების გასაუმჯობესებლად. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე გამოწვევები. “ილგა-ევროპის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმა ვერ ასახავდა ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს, ამისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა შეეგროვებინათ ფული მათთვის, ვისაც …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე

2020 წლის 10 თებერვალს 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდი გასულ ზაფხულს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება და ბრალდებულის დაკავება მხოლოდ 2021 წლის 11 თებერვალს, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, ტრაგიკულ შემთხვევამდე ბავშვთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა, ხოლო სოციალური მუშაკის ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს განხორციელდა. ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშაკარავებს სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური მომსახურების …

ახალი ამბები


არვ მკურნალობა : რეზისტენტობა მედიკამენტზე

მთავარი სათქმელი მოკლედ :  რეგულარულად გამოტოვებული არვ მედიკამენტის დოზა ზრდის მედიკამენტზე რეზისტენტობის რისკს; თუკი აივ-დადებით პირს მიღწეული აქვს არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვამდე და ის ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს იღებს მედიკამენტს, რეზისტენტობა  ვერ განვითარდება; ზოგიერთი ადამიანი აივ ინფექციით ინფიცირების დროს,  ისეთი შტამით ინფიცირდება, რომელიც მასპინძელის ორგანიზმში უკვე იყო რეზისტენტული რომელიმე მედიკამენტის მიმართ; არსებობს  რეზისტენტობის ლაბორატორიული ტესტები, …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება კომენდანტის საათის ძალაში დატოვების თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კომენდანტის საათის კვლავაც ძალაში დატოვებას.  მიგვაჩნია, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს. 2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა, ის ისევ …

ახალი ამბები


SEND NUDES: უსაფრთხო სექსთინგის ძირითადი წესები

დღესდღეობით  ორი რამ ტელეფონში აუცილებლად მოგვეპოვება: დასკანერებული პირადობის მოწმობა და “ნუდები” – ინტიმური სახის ფოტოები (Nudes). ციფრულ სამყაროში სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისას “ნუდები” ერთ-ერთ საკომუნიკაციო ენას წარმოადგენს და უპირატესია გაცნობის აპლიკაციებსა და საიტებზე. მიჩნეულია, რომ სექსთინგი (ადამიანებს შორის მობილური მოწყობილობით დამყარებული სექსუალური შინაარსის ტექსტური, ფოტო, ვიდეო კომუნიკაცია)  ძირითადად90-ინების მიწურულსა და 2000-იანების დასაწყისში დაბადებული თაობის წარმომადგენლებს შორისაა პოპულარული. …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენელი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.  სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ. ამ კუთხით, განსაკუთრებით საგანგაშოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი …

ახალი ამბები