ტრანსგენდერი


ტრანსგენდერი კაცისთვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი საია-მ სტრასბურგში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გააგზავნა, რომელიც ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს …

ახალი ამბები


წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობია გამოიყენა კრიტიკის ასაცილებლად – Human Rights Watch

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობიური განწყობების გამოყენებით, სცადა თავიდან აეცილებინა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკა. “საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ ადამიანები ხშირად განიცდიან ძალადობას, შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. ჰომოფობიური განცხადებები თანამდებობის პირების მხრიდან საზოგადოებაში გავრცელებულ ჰომოფობიას ასაზრდოებს. ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ადამიანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია უწყებამ, დღეს, 15 დეკემბერს გაავრცელა. პოლიციის ცნობით, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური …

ახალი ამბები


ორ ტრანს ქალს თბილისში თავს დაესხნენ

დღეს, 12 ნოემბერს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას 2 საათზე მოხდა. დაახლოებით 4-7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტრანსგენდერ ქალებს. მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვთ ტვინის შერყევა. დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. …

ახალი ამბები


ურუგვაიში ტრანს ადამიანებს სქესის მითითება

ურუგვაის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ტრანს ადამიანებისთვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები გაუმჯობესდება. gaystarnews-ის მიხედვით, ახალი კანონის მიხედვით, ტრანს ადამიანებს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე იურიდიულ დოკუმენტებში შეეძლებათ საკუთარი სქესისა და სახელის მითითება. ახალი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა 18 ოქტომბერს მიიღო, ტრანს ადამიანებისთვის დაფინანსების წყაროს აწესებს, რითიც განათლების მიღებას გაუადვილებს. კანონმდებლობას ტრანს ადამიანების გარდა, ისინიც მიესალმებიან, ვინც საკუთარ …

ახალი ამბები


ტრანსების სხეულებრივი გარდაქმნა: ბიოლოგიურის გადააზრება მრავალფეროვნებად დიქოტომიის ნაცვლად

“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ რიკი ლეინის აკადემიურ სტატიას, რომელიც რომელიც ინგილისურიდან სალომე ქინქლაძემ თარგმნა. ფემინისტური და ტრანს თეორია გამოწვევის წინაშე აყენებს გენდერი/სქესის ბინარულ სისტემას, მაგრამ, შესაძლოა, შექმნას ახალი ბინარული ოპოზიცია: კონსერვატიული ტრანსსექსუალის წინააღმდეგ სუბვერსიული ტრანსგენდერი. სტატიის მიზანია, წარმოშვას დისკუსია სხეულების, როგორც ავთენტური/ნამდვილისა და კონსტრუირებული/ცვალებადის ურთიერთწინააღმდეგობის შესახებ; ნაშრომი ამტკიცებს მოსაზრებას, რომ მსგავსი მსჯელობა წარმოქმნის მცდარ დიქოტომიას, რომლის …

თარგმანი