განცხადებები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება კომენდანტის საათის ძალაში დატოვების თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კომენდანტის საათის კვლავაც ძალაში დატოვებას.  მიგვაჩნია, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს. 2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა, ის ისევ …

ახალი ამბები


მოვუწოდებთ მედიას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განუხრელად დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი 2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას. მთავარ არხზე წამყვანის …

ახალი ამბები


კოალიცია თანასწორობისთვის დეპუტატი ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის  ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის  ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის ფაქტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ დეპუტატის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.   მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია 2020 წლის 26 მარტს, სამცხე-ჯავახეთში ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ საველ …

ახალი ამბები


კოალიცია თანასწორობისთვის – ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილთა საჭიროებებზე

საქართველოს ხელისუფლებამ Covid – 19 (კორონავირუსის) ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 21 მაისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომელთაც სოციალური დისტანცირების საშუალება არ აქვთ და საკარანტინე პირობებში ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე უწევთ არსებობა. 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ[1] სახელმწიფოს …

ახალი ამბები


განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

დღეს 1 მაისია, მშრომელთა საერთაშორისო დღე, რომელიც ლგბტ ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს, შრომით უფლებებს, ღირსეულ სამუშაო პირობებს, ეხება. შრომის თავისუფლება და შრომის უფლება სოციალურ უფლებათა ჯგუფს მიეკუთვნება. სოციალური სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა მშრომელთა ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, შრომის კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა უფლებების სათანადოდ დაცვას. გამოწვევად რჩება უსაფრთხო, დისკრიმინაციული მოპყრობისგან თავისუფალი სამუშაო …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” მიმართვა მთავრობას

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ტრანსგენდერი ქალების აქციაზე მომხდარ შემთხვევას, სადაც აქციის ერთერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა.  ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რაც თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ზიანის მიყენებაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დუმილი შეუძლებელია, რადგან ტრანსგენდერმა ადამიანებმა აქცია იმის გამო გამართეს, რომ ისინი არიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.  კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე …

ახალი ამბები


განცხადება “იმედის” ჰომო/ტრანსფობიურ გადაცემასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღია ეთერი” 28 აპრილის გამოშვებაში ერთერთი წამყვანის მონოლოგს, რომელიც ეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა მთლიანად აგებული იყო ჰომო/ტრანსფობიურ ნარატივზე. გადაცემის ერთერთმა წამყვანმა ვანო მერაბიშვილთან წარმართულ ინტერვიუზე საუბრისას “მთავარი აქცენტების” წამყვანის ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები: “…მეორე სუბიექტი [ნიკა გვარამია], რომელიც ასევე დაკარგულია, ოღონდ, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის ძიებაში…”, “მასაც …

ახალი ამბები


განცხადება სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ვეხმაურებით საპატრიარქოს სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არ ერევა და არცაა დაინტერესებული საპატრიარქოს შიდა საკითხებით და იქ წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებით. თუმცა, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენს თემს.  საპატრიარქო, თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა, …

ახალი ამბები


პლატფორმა „არა-ფობიას!“ იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები ადმინისტრაციული დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც ხელს უშლის მის ფუნქციონირებასა და იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას. გავრცელებული კადრებით იუსტიციის სახლის შესასვლელთან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს …

ახალი ამბები