აივი


აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მკურნალობის სერვისებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების კვლევა საქართველოში

კვლევა შეეხება საქართველოში აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის პროგრამებში ჩართული მსმ და ტრანს ადამიანების კმაყოფილებისა და საჭიროებების შესწავლას. თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოვიკვლიეთ აივ/შიდსის და სგგი-ს მკურნალობის პროცესი, არსებული ბარიერები და მომსახურების ხარვეზები. კერძოდ, რამდენად ახერხებენ ადამიანები არსებული სერვისებით სარგებლობას, აქვთ თუ არა ამომწურავი ინფორმაცია სერვისების შესახებ, რამდენად მორგებულია მკურნალობის პროცესი მათ საჭიროებებს, როგორია ექიმებისა და სხვა მედპერსონალის დამოკიდებულება პაციენტების მიმართ …

დოკუმენტები


აივ კასკადი მსმ და ტრანს ჯგუფში 2018 – ანგარიში

აღნიშნული ანგარიში შემუშავებული იქნა მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიული კოალიციის (ECOM) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით GFATM-ის პროგრამის „ჯანმრთელობის უფლების” ფარგლებში. დოკუმენტის მიზანია წარმოადგინოს აივ სერვისების კასკადი MSM და ტრანს* პირებისთვის, აჩვენოს ის ბარიერები და სირთულეები, რაც წარმოიშობა მათი ჩართვისთვის აივ დიაგნოსტიკის, მკურნალობისა თუ მოვლის სხვადასხვა სტადიაზე. ანგარიშში ასევე განხილულია ზოგადი აივ მდგომარეობა ქვეყანაში, MSM-ებზე ორიენტრირებული პრევენციული სერვისები …

დოკუმენტები


ექიმების 19% მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეთ

2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში სოციალური მუშაკები უფრო მეტად არიან მხარდამჭერი ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის, ვიდრე ექიმები. გამოკითხული სოციალური და ჯანდაცვის მუშაკების 90%-ს ლგბტ ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. მიაჩნიათ, რომ ჰომოსექსუალობა ისეთივე სექსუალური ორიენტაციაა, როგორც ჰეტეროსექსუალობა და ამის გამო არც უნდა იამაყონ და არც დასჯადი უნდა იყოს. კვლევის ავტორებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ჰომოსექსუალობის მიმღებობას …

ახალი ამბები