ახალი ამბები


სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს …

განცხადებები


კოალიცია ეხმიანება მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო ქვეყანაში შესვლაზე პერსონალური სანქციები დაუწესა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებს, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ვალერიან ცერცვაძესა და ირაკლი შენგელიას. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაცია უდევს საფუძვლად. კოალიცია მხარს უჭერს სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას. კოალიცია დამოუკიდებელი …

ახალი ამბები


სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების განცხადება – “ვგმობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ”

სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიგვაჩნია, რომ  ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ, მიზნად ისახავს ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.  ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც 2008-2020 წლებში “ქართველ …

განცხადებები


პროკურატურამ მუქარის განმახორციელებელ “ალტ-ინფოს” წევრს ბრალდება წაუყენა

2022 წლის 5 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თანასწორობის მოძრაობას“ მომართა საქართველოს ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურმა ლიდერმა, რომელიც აცხადებდა, რომ მას ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ 2022 წლის 5 აგვისტოს ეპისკოპალური ეკლესიის პასტორალურმა ლიდერმა ანგლიკანური ეკლესიის ფეისბუქ გვერდზე განათავსა პოსტი, რომ მათ ეკლესიაში პირველად მოხდა ერთნაირ სქესიან წყვილთა შორის ქორწინება.  პოსტის განთავსებიდან რამდენიმე წუთში მას ტელეფონზე დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც ემუქრებოდა …

ახალი ამბები


საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს! რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო. 7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ …

განცხადებები


ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება

ქალბატონო ნინო, ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული  თანასწორობის მუდმივმოქმედი …

განცხადებები


კოალიცია პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს აფასებს

1.    არამოსამართლე წევრების როლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის რამდენიმე ტალღა, საბოლოო ჯამში, სასამართლოს დემოკრატიული გარდაქმნისა და გაჯანსაღების არასრულფასოვან მცდელობად ფასდება. ძირეული ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობამ და მხოლოდ ფრაგმენტულმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, ვერ უზრუნველყო ისეთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან გამკლავება, როგორებიც შიდა კორპორატივიზმი, კლანურობა, გარე გავლენებისა და სასამართლოს …

ახალი ამბები


“საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” – ანგარიში

“თანასწორობის მოძრაობამ” “მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულ კოალიციასა” და ასოციაცია “თემიდასთან” ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) “საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ლგბტ+ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებსა და ძალადობის შემთხვევებს აფასებს. დოკუმენტში განხილულია ლბტ ქალების მიმართ გენდერის ნიშნით, აგრეთვე ოჯახში ჩადენილი და სექსუალური …

ახალი ამბები


ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ქვეთავში, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ეხება, ევროპარლამენტი გმობს ლგბტქი ადამიანების მიმართ განგრძობად დისკრიმინაციას, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში; აგრეთვე, ულტრა-ნაციონალისტური სიძულვილის ჯგუფების მიერ ლგბტქი ადამიანების დევნას. ევროპარლამენტი გმობს 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას; აგრეთვე, …

ახალი ამბები