არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მსჯავრდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა


2022 წლის 15 მარტს ა.ა.ი.პ „თანასწორობის მოძრაობას“ 21 წლის ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე დროის პერიოდში ბრალდებული სისტემატიურად, ძალადობითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ახორცილებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და სექსუალური ხასიათის შეღწევას. ბრალდებული დაკავებული იქნა გონივრულ ვადაში და მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებული ცნობილ იქნა დამნაშვედ, შეეფარდა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით შეუმცირდა ¼ ით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.განაჩენი 9 წლის შემდეგ დადგა.

ბენეფიციარს გაეწია სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაცია, საქმეში ჩაერთო მულტი-გუნდი ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მონაწილეობით.