“საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” – ანგარიში


“თანასწორობის მოძრაობამ” “მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულ კოალიციასა” და ასოციაცია “თემიდასთან” ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) “საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ” ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში ლგბტ+ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებსა და ძალადობის შემთხვევებს აფასებს. დოკუმენტში განხილულია ლბტ ქალების მიმართ გენდერის ნიშნით, აგრეთვე ოჯახში ჩადენილი და სექსუალური ძალადობები. დამატებით, ანგარიში მოიცავს გენდერის სამართლებრივი აღიარების, ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელებასთან, დასაქმებასა და საცხოვრისთან დაკავშირებულ დოკუმენტს.

კომიტეტი ანგარიშს 84-ე სესიის ფარგლებში განიხილავს.

ანგარიშის ნახვა