ახალი ამბები


სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფკავშირი ქვიარ თემს მხარდაჭერას უცხადებს

სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ეხმიანება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის 17 მაისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს: “ჩვენ სოციალური მუშაკები კარგად ვიაზრებთ ჩაგვრის ინტერსექციულობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნიშანს/იდენტობას არ ეფუძნება და ვიცით, რომ ბრძოლის ველს განვრცობა და ჰოლისტური ხედვა სჭირდება. ვთვლით, რომ ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება თუ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც …

ახალი ამბები


დაპირების მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ ქართული ქვიარ ფილმისთვის კანში გასამგზავრებელი ფული არ გამოყო – პროდუსერი

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვცეკვავთ” პროდუსერმა ქეთი დანელიამ “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ კანში გასამგზავრებელი თანხა გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი დაპირების მიუხედავად არ მისცა, მას შემდეგ რაც დააზუსტეს, რომ ფილმი გეი ბიჭების სიყვარულის შესახებაა. ქეთი დანელიას თქმით, ფილმის გადამღებ ჯგუფს კულტურის სამინისტროსთან ზეპირი შეთანხმება ჰქონდა, რომ კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად 2500 ლარს მისცემდნენ, თუმცა რამდენიმე …

ახალი ამბები


ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე თანასწორობის მოძრაობას უარი უთხრეს

კომპანია “ალმამ”, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადგილას სარეკლამო ბანერებს ფლობს “თანასწორობის მოძრაობას” 17 მაისის აღსანიშნავად თანასწორობის შინაარსის მესიჯების ბანერების გავრცელებაზე დისკრიმინაციული მოტივით უარი უთხრა. კომპანიამ უარის მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდის ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებს გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო შემდეგი პირობა, რომ “თანასწორობის …

ახალი ამბები


საქართველოში ლგბტ ადამიანების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ილგა ევროპის შენიშვნები

“ილგა ევროპის” მიხედვით, ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. ქვეყანაში ისევ მწვავედ დგას მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გამოსწორებისთვის ორგანიზაციას რეკომენდაციები აქვს.  2019 წლის მაისში გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ქულა 100-დან 30 ქულითაა შეფასებული. ინდექსის მიხედვით, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. 2017 წელს ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 26 ქულა …

ახალი ამბები


დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი კერძო პირებზეც გავრცელდება

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 3 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მისი მანდატი დისკრიმინაციის საქმეებზე კერძო პირებზეც გავრცელდება. აქამდე არსებული რედაქციით კერძო პირებს არ ევალებოდათ სახალხო დამცველისათვის საქმის გამოსაკვლევად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, მისი რეკომენდაციის განხილვა და შედეგების შეტყობინება. ახალი კანონით, კერძო პირებს ექნებათ სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, მისი განხილვისა და შედეგის სახალხო …

ახალი ამბები


მხოლოდ ჰეტეროსექსუალებისთვის გამოცხადებული ფასდაკლების გამო მაღაზიები დააჯარიმეს

დღეს, 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის მაღაზიები “დი ოჯჯი” და TIME მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საქმე შეეხება 2017 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული აქციას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირს შეეძლო ესარგებლა ნივთებზე შემოთავაზებული ფასდაკლებით. აქცია ეძღვნებოდა ვალენტინობის დღესასწაულს და აღნიშნული აქციით მაღაზიები აძლევდნენ მომხმარებლებს საჩუქრის შეძენის შესაძლებლობას საყვარელი ადამიანისა და …

ახალი ამბები