მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტესტი თანასწორობის მოძრაობაში


თანასწორობის მოძრაობამ AIDS Healthcare Foundation-ის  დონაციით მიიღო ახალი თაობის აივ-1/აივ-2 სისხლის სწრაფი ტესტები.

INSTI დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტესტია. ის ერთი წვეთი სისხლის გამოყენებით დიაგნოზის გაგების საშუალებას 1 წუთში იძლევა.

AIDS Healthcare Foundation-ის დახმარებით, დღეიდან თანასწორობის მოძრაობის ოფისებში შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ ეს მომსახურება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ AHF-მა უკვე დაარეგისტრირა საკუთარი ფილიალი საქართველოში და მისი სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდები იქნებიან.

თანასწორობის მოძრაობაში აივ ინფქეციაზე ტესტირება ანონიმურია და თქვენი სახელი და გვარის გამჟღავნება არ არის საჭირო.