ახალი ამბები


საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ორგანიზაციების განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი. დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო …

ახალი ამბები


“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ყოველდღიური ყოფის სიმძიმე და სახელმწიფოს მხრიდან …

ახალი ამბები


ქარტიამ „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები დააკმაყოფილა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 9 მაისს გამართულ სხდომაზე სრულად დააკმაყოფილა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები ტელეკომპანია „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ“. ქარტიას საჩივრით„თანასწორობის მოძრაობამ“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა”მიმართეს, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი …

ახალი ამბები


სათემო ორგანიზაციების განცხადება

ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსგენდერი თემი საქართველოში დგას, კორონა ვირუსის, და მასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის, პირობებში მეტად კრიტიკული გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში სათემო ორგანიზაციები ინტენსიურად ვმუშაობთ სტანდარტული სერვისების ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით კრიზისულ რეალობასთან ადაპტირებასა და ახალი პროგრამების დანერგვაზე, რომელიც ჩვენი თემის ყოფითი გამოწვევების ადექვატური იქნება. პარალელურად, ჩვენ პერმანენტულად გვიწევს გარე აქტორების (პოლიტიკოსები, მედია, გაუმართავი …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობამ” “ღია ეთერის” წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “თანასწორობის მოძრაობის” განცხადება, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღია ეთერი” წამყვანების – რუსა შელიასა და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ. სადავო გადაცემა ეთერში 2020 წლის 28 აპრილს გავიდა. “თანასწორობის მოძრაობას” მიაჩნია, რომ ჟურნალისტების მონოლოგს, კონტექსტის გარეშე რეპლიკებსა და გამოყენებულ ფოტოებს შესაძლოა უარყოფითი ეფექტი ჰქონოდა პირთა თანასწორუფლებიანობაზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ სადავო მასალა წარმოადგენს როგორც …

ახალი ამბები


კოალიცია თანასწორობისთვის – ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილთა საჭიროებებზე

საქართველოს ხელისუფლებამ Covid – 19 (კორონავირუსის) ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 21 მაისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომელთაც სოციალური დისტანცირების საშუალება არ აქვთ და საკარანტინე პირობებში ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე უწევთ არსებობა. 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ[1] სახელმწიფოს …

ახალი ამბები


განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

დღეს 1 მაისია, მშრომელთა საერთაშორისო დღე, რომელიც ლგბტ ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს, შრომით უფლებებს, ღირსეულ სამუშაო პირობებს, ეხება. შრომის თავისუფლება და შრომის უფლება სოციალურ უფლებათა ჯგუფს მიეკუთვნება. სოციალური სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა მშრომელთა ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, შრომის კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა უფლებების სათანადოდ დაცვას. გამოწვევად რჩება უსაფრთხო, დისკრიმინაციული მოპყრობისგან თავისუფალი სამუშაო …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” მიმართვა მთავრობას

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ტრანსგენდერი ქალების აქციაზე მომხდარ შემთხვევას, სადაც აქციის ერთერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა.  ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რაც თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ზიანის მიყენებაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დუმილი შეუძლებელია, რადგან ტრანსგენდერმა ადამიანებმა აქცია იმის გამო გამართეს, რომ ისინი არიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.  კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე …

ახალი ამბები