შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 იანვარს, გამთენიისას თბილისში ტრანსგენდერი აქტივისტის, მირანდა ფაღავას ცემაში ბრალდებული პირი დააკავეს. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. იქნა დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, გენდერული იდენტობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მირანდა ფაღავას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.