დღეს, 2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის, ვაგდი ა.ა.მ.ა. ელკორაეის სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოში თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.
მოსარჩელე თავის ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნება. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება.
ვაგდი ელკორაეის ინტერესებს იცავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების – „თანასწორობის მოძრაობისა“ და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტები.