Tbilisi Open Air-ი ამიერკავკასიის ყველაზე დიდი და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც როკისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის უკვე ათი წელია იმართება. ფესტივალმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე 2017 წლის საუკეთესო ფესტივალის ჯილდოც კი მიიღო.
Tbilisi Open Air 2018-ი ხვალიდან ლისი ვანდერლენდში დაიწყება, სადაც სამი დღის განმავლობაში, შეგეძლებათ ისიამოვნოთ მუსიკითა და სხვადასხვა გასართობი აქტივობით. გარდა ამისა, თანასწორობის მოძრაობა, გთავაზობთ უფასო სწრაფ ტესტს აივ ინფექციაზე, რომლის გაკეთებაც ფესტივალის მედპუნქტში იქნება შესაძლებელი.
ასევე, ლისი ვანდერლენდში, განთავსებული იქნება თანასწორობის მოძრაობის სტენდი, სადაც შეგეძლებათ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ მიიღოთ საინფორმაციო მასალები და მაისურები.
#TbilisiOpenAirEquality
#თანასწორობისთვის