ტრანს


ლიეტუვაში ტრანს ადამიანებს გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა გაუმარტივდათ

ლიეტუვამ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ქირურგიული ოპერაციის გარეშე შეუძლიათ.  ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ ბრძანების ხელმოწერისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლიეტუვისთვის, რათა  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10 წლის წინანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა სტანდარტები.   200 წელს სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გაამტყუნა ლიეტუვა …

ახალი ამბები


ტრანს ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს

პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი …

ახალი ამბები


2019 წლის ეროვნული ანგარიში გეი კაცების, სხვა მსმ-ებისა და ტრანს* ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ

უკანასკნელ წლებში კანონმდებლობაში გადადგმული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და დოკუმენტირებული შემთხვევები ამტკიცებს, რომ ჰომო- და ტრანს*ფობიური დისკრიმინაცია, აგრეთვე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრაქტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ გეი კაცებს, სხვა მსმ-ებსა და ტრანს* ადამიანებს სხვათა თანასწორად არ შეუძლიათ საერთაშორისო …

დოკუმენტები


ტრანსგენდერი კაცისთვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი საია-მ სტრასბურგში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გააგზავნა, რომელიც ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ადამიანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია უწყებამ, დღეს, 15 დეკემბერს გაავრცელა. პოლიციის ცნობით, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური …

ახალი ამბები