კოალიცია თანასწორობისთვის


კოალიცია თანასწორობისთვის დეპუტატი ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის  ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის  ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის ფაქტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ დეპუტატის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.   მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია 2020 წლის 26 მარტს, სამცხე-ჯავახეთში ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ საველ …

ახალი ამბები


კოალიციამ “თანასწორობისათვის” გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში ანგარიში წარადგინა

კოალიციამ „თანასწორობისთვის“ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2015-2020 წლების პერიოდს და აფასებს საქართველოს მეორე ციკლით გადასინჯვის შემდეგ გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას. ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბავშვთა ოჯახური გარემო და ალტერნატიული ზრუნვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია და ეროვნული კანონმდებლობის მასთან ჰარმონიზაცია; ქალთა მიმართ სექსუალური …

დოკუმენტები


კოალიცია “თანასწორობისთვის” აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

კოალიცია “თანასწორობისთვის” ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და ბოლო წლებში მაუწყებელში შექმნილ პოზიტიურ პრაქტიკას არსებითად აზიანებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მაუწყებლის თანამშრომლების ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტი რომ, აჭარის მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება მათი კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვის, …

ახალი ამბები
კატეგორიის გარეშე


“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ყოველდღიური ყოფის სიმძიმე და სახელმწიფოს მხრიდან …

ახალი ამბები


დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში – 2019 წლის ანგარიში

დღეს, 2 მაისს “კოალიციამ თანასწორობისთვის” გამოაქვეყნა რიგით მეოთხე ანგარიში, სადაც მიმოხილულია 2019 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა. ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წლის ტენდენციები, რომლებმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, აქ ნაჩვენებია ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და …

დოკუმენტები


მოვუწოდებთ​ სახელმწიფოსა და მედიებს, საინფორმაციო პოლიტიკაში უმცირესობების ენები გაითვალისწინონ

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID 19  ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის. საქართველოში COVID 19  ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა …

ახალი ამბები


კოალიციის “თანასწორობისთვის” მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას და რელიგიურ გაერთიანებებს

დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და  ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 300,000–ს გადააჭარბა, ვირუსით გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 13,000–ზე მეტი ადამიანი და სამწუხაროდ, ვითარება ჯერ კიდევ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ მკაცრი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა

2019 წლის დეკემებრიდან “თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა. კოალიციაში 11 ორგანიზაციაა გაწევრებული. “კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, კოალიციის დღის წესრიგში ახალი ამოცანები დადგა. წევრი …

ახალი ამბები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები 14 და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 6 ორგანიზაცია და „თანასწორობის მოძრაობა“ 14 ივნისსა და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებების აღკვეთისა და თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. ბოლო დღეებში ჩვენი საზოგადოება საჯარო სივრცეში ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული ჯგუფების მობილიზაციის მძიმე შემთხვევების მომსწრე გახდა. 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა, რომლებიც ლგბტი აქტივისტების გარკვეულ …

ახალი ამბები