კოალიციამ “თანასწორობისათვის” გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში ანგარიში წარადგინა


კოალიციამ „თანასწორობისთვის“ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში ანგარიში წარადგინა.

ანგარიში მოიცავს 2015-2020 წლების პერიოდს და აფასებს საქართველოს მეორე ციკლით გადასინჯვის შემდეგ გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას.

ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ბავშვთა ოჯახური გარემო და ალტერნატიული ზრუნვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
  • გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია და ეროვნული კანონმდებლობის მასთან ჰარმონიზაცია;
  • ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა;
  • ლგბტ+ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმა და მათი უფლებების უგულებელყოფა;
  • არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა ჩართულობის ნაკლებობა პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში;
  • რასიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია, ანტი-მიგრანტული პოპულიზმი და უცხოელებისთვის თავშესაფრისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები.

დოკუმენტი, ინგლისურ ენაზე , გთხოვთ, იხილოთ ბმულზე.