დღეს, 2 მაისს “კოალიციამ თანასწორობისთვის” გამოაქვეყნა რიგით მეოთხე ანგარიში, სადაც მიმოხილულია 2019 წელს საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა.
ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წლის ტენდენციები, რომლებმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, აქ ნაჩვენებია ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიურ ყოფას.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. კანონის მიღების შემდგომ, „კოალიცია თანასწორობისთვის“ ყოველწლიურად შეისწავლის ადამიანების ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს.
კოალიციის წევრები არიან:
- თანასწორობის მოძრაობა
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- კავშირი „საფარი“
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)