ახალი ამბები


“შემოქმედება თანასწორობისთვის” – თანასწორობის მოძრაობის პროექტი ლგბტქი თემის გასაძლიერებლად

“თანასწორობის მოძრაობა”  ახორციელებს პროექტს “შემოქმედება თანასწორობისთვის”, რომლის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, რომ გააძლიეროს ლგბტქი და ლგბტქი თემისადმი მხარდამჭერი ხელოვანები ან შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ლგბტქი თემის მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შექმნისთვის შეიტანენ …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება აფრიკის დასახლებაში მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესს.

        “თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება 15 დეკემბერს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესს. სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკის შემუშავება და მოსახლეობის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო ვალდებულია, ზრუნავდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიწოდებაზე. ნაცვლად ამისა, თბილისის …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” ახალი გამგეობის განცხადება

თანასწორობის მოძრაობამ ახალი გამგეობა აირჩია. უპირველესად, მადლობას ვუხდით თითოეულ აქტივისტს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენთვის ნაცნობია დღეს საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების პრობლემები და საჭიროებები. ასეთ რთულ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა თანასწორობისთვის ბრძოლა. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, დღეს არაორდინალური გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ და თანმხლებმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა ერთი მხრივ სოციალური უთანასწორობა, ხოლო …

ახალი ამბები


აქტივისტებმა ბრიუსელში გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა გააპროტესტეს

ქვიარ აქტივისტებმა დღეს ბრიუსელში, გაეროს ოფისთან გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა გააპროტესტეს. „მას შემდეგ, რაც ღიად ჰომოფობი სოფიო კილაძე აირჩიეს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად, ეს ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ზრუნავს იმ ბავშვების უფლებებზე, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ. კილაძე ცნობილია თავისი დისკრიმინაციული განცხადებებით“. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Since openly homophobic #SophioKiladze …

ახალი ამბები


დადგენილების პროექტი, რომელიც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს მოაწესრიგებს, პრობლემურია

კოალიცია ეხმიანება 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების პროექტს, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წესი ფორმალურად ვერ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას, ასევე  მნიშვნელოვნად შეზღუდავს საბჭოს წევრებს აქტიურად იყვნენ ჩართულები გასაუბრების პროცესში და კანდიდატს დაუსვან შეკითხვები საკუთარი მიხედულებისამებრ. ამასთანავე, როგორც მოგვიანებით გახდა …

ახალი ამბები


თურქეთში ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმისა და მკვლელობისთვის პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

იზმირელ პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ტრანსგენდერი ქალი ჰანდე ბუსე შექერი მოკლა და ორი ტრანსგენდერი ქალი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის საქმეზე სასამართლოში რვა მოსმენა გაიმართა და სასამართლომ 2020 წლის 26 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულ ვოლკან ჰიქრეთი დანაშაულისთვის გათვალისწინებული უმაღლესი ზომებით დაესაჯათ და ყურადღებას ამახვილებდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. …

ახალი ამბები


„არა-ფობიას!“ეხმაურება განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ . პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი დააწესოს თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან …

ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება.

„თანასწორობის მოძრაობა“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება. კამპანიის მიზანი გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. საგანგაშოა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევები. გვჯერა, რომ სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის ჩართულობით შესაძლებელია ქალთა გაძლიერება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციის, …

ახალი ამბები